FM97.5 / LIVE

ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ

მთავარისაზოგადოება 06.10.2014
ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ ფართს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაიკავებენ.

ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ

საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე – ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის, კენჭისყრის პრინციპით, საცხოვრებელი ფართების გადანაწილება დაიწყეს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე – ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის თამაზ გვიმრაძის თქმით, იმ ოჯახებს, რომლებიც ახალი საცხვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ, ბინის გასაღებს სამინისტროს წარმომადგენლები გადასცემენ.

„ბორჯომში დევნილი ოჯახებისთვის კენჭისყრის პრინციპით, საცხოვრებელი ფართების გადანაწილების პროცედურა 3 ოქტომბერს ჩავატარეთ. ყველაფერი გარკვეულია. ველოდებით სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც დევნილებს ბინის გასაღებს გადასცემენ“, – ამბობს თამაზ გვიმრაძე.

ახალი საცხოვრებელი ფართი 18 – მა ოჯახმა მიიღო. როგორც თამაზ გვიმრაძე ამბობს, აღნიშნული ოჯახები ბორჯომში, ლიკანი N2 – სა და ლიკანი N3 – ში ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ვაშლოვანის დასახლებაში მდებარე ყოფილი სამშობიაროს შენობაში რვა ერთოთახიანი, ხუთი ოროთახიანი და ხუთი სამოთახიანი ბინა მოეწყო. შენობა არის გაზიფიცირებული, გაკეთდა ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც.

დევნილებისთვის განკუთვნილი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ
რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?
ბორჯომში მცხოვრები დევნილების ახალ საცხოვრებელში შესახლება აგვისტოში დაიწყება
ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადასცეს
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება