FM97.5 / LIVE

რატომ გადაიდო ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი ორჯერ

მთავარისაზოგადოება 16.12.2014
დევნილთა სამინისტროს მხრიდან არასწორად დაპროექტებული შენობა თუ სამშენებლო კომპანიის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა; რატომ ვერ დასრულდა ახალციხეში დევნილებისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა დასრულებულიყო.

რატომ გადაიდო ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი ორჯერ

ახალციხეში, რუსთაველის N113 – ში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა. ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი უკვე მეორედ გადაიდო.

კითხვაზე რატომ ვერ დასრულდა დადგენილ ვადებში შენობის რეაბილიტაცია და ამის მიზეზი ხომ არ იყო შენობის არასწორად დაპროექტება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი გვპასუხობს, რომ ობიექტის დროულად დაუსრულებლობის მიზეზი სამშენებლო კომპანიის პრობლემები გახდა.

„შენობა ისეა დაპროექტებული, როგორც უნდა იყოს, უბრალოდ, აქ პრობლემები იყო სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით. მაგრამ უკვე გამოსწორებულია, ვალდებულება, რომელიც კომპანიამ აიღო, ბოლომდე მიჰყავს“, – ამბობს მამუკა ცოტნიაშვილი.

მისივე თქმით, დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია უკვე სრულდება, სამშენებლო კომპანია სამინისტროს ობიექტსს 25 დეკემბერს ჩააბარებს:
„სავარაუდოდ, დევნილებს აპლიკაციები უკვე შევსებული აქვთ, ქულებიც დათვლილია. შენობის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება, ვნახავთ როგორ გაკეთდა და ამის შემდეგ უკვე ბინების განაწილების პროცესს დავიწყებთ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 4 აპრილს დაიწყო. დევნილებისთვის ორ სამსართულიან კორპუსში ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი 66 საცხოვრებელი ბინა კეთდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ შპს „სენმა“ შენობის რეკონსტრუქცია დადგენილ ვადებში ვერ დაასრულა. ამის შემდეგ, ვადა ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაუხანგრძლივეს, მაგრამ კომპანიას დრო მაინც არ ეყო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
17 ივლისიდან დევნილები ბინების მისაღებად აპლიკაციების შევსებას დაიწყებენ