FM97.5 / LIVE

„მამამ ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა ერთი გაიქცა და ისიც მოკალიო“

მთავარისამართალი » შემთხვევა 30.08.2014
მდუმარე აქცია სამხარეო მთავარ სამმართველოსთან; ადიგენში გარდაცვლილი ახალგაზრდების თანასოფლელები მკვლელობაში ბრალდებულის შვილის დასჯას მოითხოვენ. რას ჰყვებიან მომხდარის შესახებ იმერთუბნელები.

„მამამ ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა ერთი გაიქცა და ისიც მოკალიო“
ადიგენში გარდაცვლილი ახალგაზრდების ახლობლები დღეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილის შვილის დასჯაა.

როგორც იმერთუბანში მცხოვრები გელა სირბილაძე ამბობს, კუბლაშვილს მაშინ, როცა მან მკვლელობა ჩაიდინა შვილიც თან ახლდა: „ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა, ერთი ბუჩქებში გაიქცა და ისიც მოკალიო. მერე მამამ შვილს უთხრა გაიქეცი, რომ სუფთა გამოჩნდეო“.

დანაშაულის მთავარი მონაწილე, რომ ბრალდებულის შვილია, ამაზე საუბრობს ბორის სირბილაძეც: „მან გააუბედურა მამა, მან დაურეკა, მამამისს მცემენ და მიშველეო. ხომ შეიძლებოდა ეთქვა მამისთვის ჩემი მეგობრები არიან, ერთად დავლიეთ და ნუ ხოცავ ამათო?! ინფორმაცია მოგვივიდა დანაშაული შვილს არ უმტკიცდებაო, არადა მამაზე მეტი დამნაშავე ისაა“.

ყარათუბნელები ამბობენ, რომ ვიდრე გარდაცვლილებს დაასაფლავებენ, მდუმარე აქციებს გამართავენ და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

„დღეს სპონტანურად შევიკრიბეთ. ჯერ ვიდრე ბიჭებს დაასაფლავებენ, მთელი სოფელი იქაა. მთელი სოფელი და მთელი ქვეყანა დადგება ჩვენს გვერდით, ისე როგორც ამას თხოვდა წლების წინ ცხონებული გირგვლიანის დედა. მაშინ რომ მთელი საქართველო დამდგარიყო ფეხზე ამდენი მკვლელობა არ მოხდებოდა“, - ამბობს გოდერძი კუბლაშვილი.

აქციის მონაწილეებთან სამხარეო სამმართველოდან არავინ გამოსულა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში კი განაცხადეს, რომ ბრალდებულის შვილი უკვე დაკითხულია, თუმცა ამ დრომდე მისი ბრალეულობა არ იკვეთება.

„თუ სხვა მოწმეების ჩვენებებით მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, ამასაც გამოიძიებენ“, - განაცხადა შსს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე ათოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სოფელ იმერთუბანში (ყარათუბანში) მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კუბლაშვილია, რომელიც შსს–მ ცხელ კვალზე დააკავა.

„მამამ ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა ერთი გაიქცა და ისიც მოკალიო“

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იმერთუბნელები სამხარეო სამმართველოსთან მდუმარე აქციას მართავენ
რატომ გაიმეტა სამი ახალგაზრდა სასიკვდილოდ ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსმა
ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]
დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში
ბრალდებულის მეუღლე: „სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა“
ყარათუბნელები სამხარეო სამმართველოსთან აქციას მართავენ