FM97.5 / LIVE
მკვლელობის გამო, სოფელ იმერთუბნის მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქციას მართავს. მათი მოთხოვნაა, რომ მკვლელთან ერთად მისი შვილიც დაისაჯოს, რადგან ისიც ამ ამბის მონაწილეა.">

იმერთუბნელები სამხარეო სამმართველოსთან მდუმარე აქციას მართავენ

მთავარისამართალი 30.08.2014
ადიგენში მომხდარი მკვლელობის გამო, სოფელ იმერთუბნის მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქციას მართავს. მათი მოთხოვნაა, რომ მკვლელთან ერთად მისი შვილიც დაისაჯოს, რადგან ისიც ამ ამბის მონაწილეა.

იმერთუბნელები სამხარეო სამმართველოსთან მდუმარე აქციას მართავენ

სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილი იმერთუბნელები ამბობენ, რომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს. ასევე უნდა დაისაჯოს მისი შვილი, რომელიც მათი ინფორმაციით დაკავებული არ არის. ადგილობრივების თქმით, თუ მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყვება და დამნაშავეები არ დაისჯებიან, აქციებს გააგრძელებენ.

აქციის ერთ–ერთი მონაწილის თქმით, მანამდე კი, ვიდრე სოფელში სამი მიცვალებულია, თანასოფლელები მდუმარე აქციებს გამართავენ.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან იმყოფება "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტიც, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სოფელ იმერთუბანში (ყარათუბანში) მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კუბლაშვილია, რომელიც შსს–მ ცხელ კვალზე დააკავა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„მამამ ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა ერთი გაიქცა და ისიც მოკალიო“
ყარათუბნელები სამხარეო სამმართველოსთან აქციას მართავენ
იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]
ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში
რატომ გაიმეტა სამი ახალგაზრდა სასიკვდილოდ ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსმა
ყარათუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდების დაკრძალვისთვის თანხა ადიგენის გამგეობამ გამოყო