FM97.5 / LIVE

გიორგი გიუაშვილმა 'ლეიბორისტული პარტია' დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.08.2020
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი გიუაშვილმა "ლეიბორისტული პარტიიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ამბობს, პარტიას "იდეურად, შინაარსობრივად და აზრობრივად" დაშორდა.

გიორგი გიუაშვილმა 'ლეიბორისტული პარტია' დატოვა

გიუაშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით განაგრძობს მუშაობას. იგი "ლეიბორისტული პარტიის" წევრი 2014 წლიდან იყო.

"მიუხედავად ჩემი ყოველდღიური საკმაოდ აქტიური პოლიტ.სოც. საქმიანობისა, როგორც ბორჯომის საკრებულოს დეპუტატს, ამ თვეების მანძილზე ალბათ შესამჩნევი იყო ყველასათვის, რომ ფაქტიურად შეწყვეტილი მქონდა პარტიული საქმიანობა, ლეიბორისტულ პარტიას ვგულისხმობ, რომლის წევრიც ვიყავი 2014 წლიდან.

აღნიშნული ნაბიჯის გადასადგმელად ძალიან ბევრი, საფუძვლიანი და სამართლიანი მიზეზები მქონდა, თუმცა ამ ეტაპზე (და იმედია შემდეგშიც დროის დაკარგვას და ამ თემებზე საუბარს არ ვაპირებ, არც არავისთან დაპირისპირების და ბრალდებების რეჟიმში ჩადგომას არ ვგეგმავ, როგორც ჩვევიათ ლეიბორისტებისგან წამოსულ ყოფილ წევრების უმეტესობას. პირიქით, უამრავი ახლობელი და მეგობარი ადამიანი მრჩება აღნიშნულ პარტიაში, რომლებსაც მხოლოდ წარმატებას და მეტ გამბედაობას, პრინციპულობას ვუსურვებ!

რა ვქნა, უბრალოდ დავშორდი იდეურად, შინაარსობრივად, აზრობრივად პარტიულ ხელმძღვანელობას, როგორც შიდა პარტიულ, ისე ზოგადად პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში!

ვრჩები ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად ჯერჯერობით!", – წერს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გიორგი გიუაშვილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეპუტატი გიორგი გიუაშვილი: 'თანამდებობას ვტოვებ'
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’
ოპოზიცია ბორჯომის მერიასა და საკრებულოში აუდიტის შესვლას ითხოვს
ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ
‘სუს–ს ბევრი ინფორმაცია პირადად მივაწოდე’– დეპუტატი ბორჯომის პირველი პირების დაკავებაზე
ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო
საკრებულოს თავმჯდომარე: ‘გიუაშვილი მარტის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა’