FM97.5 / LIVE

საზაფხულო სკოლის სტუდენტები ახალციხეს ესტუმრნენ

მთავარისაზოგადოება 27.08.2014
საზაფხულო სკოლის 40–მდე სტუდენტს, ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ უმასპინძლეს.

საზაფხულო სკოლის სტუდენტები ახალციხეს ესტუმრნენ
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში "კარგი მმართველობა" სხვადასხვა ქვეყნის 40 სტუდენტი იღებს მონაწილეობას. უცხოელ სტუდენტებთან ერთად, სკოლის კურსს გადიან ადგილობრივი, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

"სტუდენტებს ვუტარებთ ლექციებს, რომლებსაც როგორც ქართველი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები კითხულობენ, ასევე ხვდებიან საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებს. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები განათლებას ესტონეთის ერთ–ერთ უნივერსიტეტში მიიღებენ და სტაჟირებას გაივლიან", – ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ვახტანგ ჭარაია.

მისივე თქმით, სწორედ სტუდენტების სურვილი იყო, რომ ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონს სწვეოდნენ.

"აინტერესებდათ როგორ მუშაობენ თვითმმართველობის ორგანოები, სამხარეო ადმინისტრაცია, როგორი სახის პროექტები გვაქვს, ასევე დაინტერესდნენ ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობით. ჩვენ ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ამ დიალოგით",– ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.

აღნიშნული პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანაორგანიზებით ხორციელდება.

შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა ახალციხის ციხე დაათვალიერეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თსუ–ს სტუდენტები ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ახალქალაქში უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები სასადილოს მოწყობას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა
ფასიანი სტაჟირება სტუდენტებისთვის
სტუდენტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვებიან
წარჩინებული სტუდენტები ახალციხის მერიაში სტაჟირებას გაივლიან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება