FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება

მთავარისაზოგადოება 22.01.2016
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ახალციხის და თემის ბაგა–ბაღებში ინვენტარს სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად ამუშავებენ.

ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება
ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების შემთხვევების მომატებასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, ბაგა–ბაღებში სადეზინფექციო ხსნარით ყველა ოთახს ამუშავებენ.

„ექთანი დღეში რამდენჯერმე ამოწმებს ჯგუფებს. თუ ვინმეს აქვს გამონადენი ცხვირიდან , ან სიცხე, მაშინვე ვუკავშირდებით მშობელს და სახლში მიჰყავს“, – ამბობს ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღანელი ნანა ბერიძე.

მისი თქმით, ბაგა–ბაღებში ბავშვების დასწრებამ იკლო, თუმცა მიზეზი გრიპის ვირუსი არ არის: „გადავამოწმეთ მშობლებთან და ამბობენ, რომ ეშინიათ და ბავშვები ბაღში იმიტომ არ მოჰყავთ. ამ ეტაპზე ავადმყოფობის გამო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, დაახლოებით 30 ბავშვი არ დადის“.

სპეციალური ხსნარით მუშავდება ოთახები და ინვენტარი ახალციხის თემის ბაგა–ბაღებშიც.

„20 იანვარს უნდა დაგვეწყო სასწავლო პროცესი, თუმცა ამის გამო შევაჩერეთ ორშაბათამდე, რომ გენერალურად დაგვექლორა ყველაფერი. სათამაშოები, სამზარეულოს ჭურჭელი, თითქმის ყველაფერი სპეციალური ხსნარით დავამუშავეთ, რასაც ბავშვი ეხება“, – აბობს ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა ზაზაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ბაღებში რვა ექთანს  ამატებენ
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან