FM97.5 / LIVE

ასპინძაში 5–ის ნაცვლად, 3 მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს და თავმჯდომარეები აირჩიეს. დარჩენილ ორ კომისიას უახლოეს დღეებში შექმნიან.

ასპინძაში 5–ის ნაცვლად, 3 მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს

დღეს, 14 ივლისს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის შემდეგ მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს.

ასპინძაში 5–ის ნაცვლად, 3 მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი, ხიზაბავრის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ პლაჭიაშვილი აირჩიეს. პლაჭიაშვილს კონკურენტი არ ჰყოლია. იგი, 27–ვე დეპუტატმა, ფარული კენჭისყრით, ერთხმად აირჩია.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დაბა ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ფართლაძე აირჩიეს. პლაჭიაშვილის მსგავსად კონკურენტი მასაც არ ჰყოლია.

ასპინძაში 5–ის ნაცვლად, 3 მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს „15 წელია მოქმედი ქირურგი ვარ. 9 წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორი ვიყავი. ვმუშაობდი სასწრაფოს რეგიონული სამმართველოს უფროსად. ნაცნობი თემაა ჩემთვის, ამ კუთხით მოსაგვარებელი ძალიან ბევრია. საკრებულოს მხარდაჭერითა და გამგეობის მონაწილოებით, ბევრი პრობლემის მოგვარებას შევძლებთ“, – ამბობს დავით ფართლაძე.

ასპინძაში 5–ის ნაცვლად, 3 მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს წევრებმა სოფელ ოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ასპინძისა და სოფელ ოთის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული, ბესიკ მაგრაქველიძე აირჩიეს.

„ყველანაირად ვეცდები ჩემს გუნდთან, საკრებულოს წევრებთან ერთად მოვაგვარო პრობლემები“, – განაცხადა ბესიკ მაგრქველიძემ.

ასპინძაში 5–ის ნაცვლად, 3 მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის ნუგზარ ლონდარიძის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების თავმჯდომარეებს უახლოეს დღეებში აარჩევენ.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე აირჩიეს



ადიგენის საკრებულოში კომისიების თავმდჯომარეები აირჩიეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
3 'ოცნება', 1 'რესპუბლიკელი' და 1 'კონსერვატორი' – ადიგენში მუდმივმოქმედი კომისიები ჩამოაყალიბეს
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს
ვინ არიან ასპინძის საკრებულოს დეპუტატები
ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციამ კომისიების თავმჯდომარეები აირჩია