FM97.5 / LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა პეტაშვილი გახდა

მთავარიპოლიტიკა 29.12.2014
ათი მომხრე და სამი წინააღმდეგი, დღეს, 29 დეკემბერს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეთორმეტე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა პეტაშვილი აირჩიეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა პეტაშვილი გახდა

გელა პეტაშვილი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელობდა. 26 დეკემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება მოიხსნა. 29 დეკემბერს კი პეტაშვილი დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

გელა პეტაშვილის კანდიდატურა საკრებულოს წევრებმა თამარ გოგოლაძემ, მამუკა მიქელაძემ და სამველ ოვეიანიმა დაასახელეს. „ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა ჯიმშერ გოგოლაურმა განაცხადა, რომ გელა პეტაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა.

„რა აზრი აქვს სხვა კანდიდატურის წარდგენას, როგორც ხდება ხოლმე, ესეც წინასწარ შეთანხმებულია. იურისტები სხვებიც არიან ამ საკრებულოში და შეიძლებოდა რომელიმეს დანიშვნა“, – განაცხადა ჯიმშერ გოგოლაურმა.

პეტაშვილამდე ეს პოზიცია ‘თავისუფალი დემოკრატების’ წევრს, შალვა გოგოლაძეს ეკავა. თუმცა, 21 დეკემბერს იგი თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. გოგოლაძე ირაკლი ალასანიას პარტიაში რჩება, იგი ფიქრობს, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

ამავე საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეც. ფარული კენჭისყრით, აღნიშნულ პოზიციაზე, 10 ხმით და სამის წინააღმდეგ დავით ლომიძე აირჩიეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე
‘თავისუფალი დემოკრატების’ წევრი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
ადიგენის საკრებულოში კომისიების თავმდჯომარეები აირჩიეს
'თავისუფალი დემოკრატების’ წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო
ახალციხის საკრებულომ 'თავისუფალი დემოკრატების' წევრთან სასამართლო დავა წააგო