FM97.5 / LIVE

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 28.07.2012
სამცხე-ჯავახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა დაიწყო

რეგიონის მასშტაბით დახმარებას 5403 ოჯახი მიიღებს. მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში -3356, ასპინძის მუნიციპალიტეტში - 533, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში -776, და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - 738.

სასურსათო პაკეტში 2 ტომარა ფქვილი, 3 ლიტრი ზეთი, და 10 კილოგრამი მაკარონი შედის.

პარალელურად, დაწყებულია დაზარალებული მოსახლეობის მომარაგება სახლების გადასახური მასალით. ახალციხეში დაზიანებული სახლების რაოდენობა - 1715-ია, ხოლო ასპინძაში-88.

სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული მონაცემებით 19 ივლისს მოსული სეტყვისა და წვიმის შედეგად მხარის 4 მუნიციპალიტეტში დაზარალებულია 5403 კომლი, ხოლო დაზიანებული - 2146 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო-სავარგული.

სტიქიის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტში 18 სოფელი და ქ.ახალციხე დაზარალდა. განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ქალაქ ვალეში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანებულია 710 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული.

სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტის ხუთი დასახლებული პუნქტი დააზარალა. ესენია: დამალა, ოთა, ოშორა, რუსთავი და იდუმალა. ასევე მძიმეა სოფელ იდუმალაში შექმნილი მდგომარეობა. ზიანი მიადგა 167 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულს.

სტიქია იყო ახალქალაქშიც, სადაც დაზარალდა სოფლები: გოგაშენი, აფნია, კიროვაკანი, ბარალეთი და კუმურდო. დაზიანდა 823 ჰექტარი.

სტიქიამ პრობლემები შექმნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც, აქ 446 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაისეტყვა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქია - პირველადი მონაცემები
სამცხე-ჯავახეთში ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის
სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა
ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან
ნინოწმინდაში ექვსი სოფელი დაისეტყვა - ანაზღაურებაზე მერიაში პასუხი არ აქვთ
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
სტიქიით დაზარალებულები სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს მიიღებენ [R]