FM97.5 / LIVE
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის პირველადი მონაცემები უკვე შეგროვდა">

სტიქია - პირველადი მონაცემები

მთავარიეკონომიკა 20.07.2012
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის პირველადი მონაცემები უკვე შეგროვდა

სტიქია - პირველადი მონაცემები

ამ წუთის მონაცემებით 19 ივლისს მოსულმა სეტყვამ ახალციხის მუნიციპალიტეტში 18 სოფელი დააზარალა.

ასპინძაში დაზიანებულია დაბა ასპინძა და სოფლები: იდუმალა, ოთა და ოშორა. დასეტყვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი 189 ჰექტარს აღწევს. გარდა ამისა, დაზიანებულია და სახურავის შეკეთება ესაჭიროება 84 საცხოვრებელ სახლს.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ არის მონაცემები ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან. თუმცა, ცნობილია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაზარალდა ოთხი სოფელი: ხოსპიო, გოგაშენი, აფნია და კუმურდო.

სტიქიამ დააზარალა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც. სამხარეო ადმინისტრაციის ამ დროის მონაცემებით, ნინოწმინდაში 493 ნაკვეთი დაისეტყვა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზარალის დათვლა ჯერ არ დასრულებულა. რეგიონის მასშტაბით სოფლის რწმუნებულები დაზარალებული მოსახლეობის მონაცემებს ჯერ ისევ აგროვებენ. ამიტომ, ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს ძლიერმა სეტყვამ ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ამ დრომდე რეგიონი ცენტრალური ხელისუფლებიდან არავის მოუნახულებია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის
ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
სეტყვამ ახალქალაქიც დააზარალა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა