FM97.5 / LIVE

ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სამუშაო დღე

მთავარიპოლიტიკა 15.07.2014
დღეიდან ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ახალციხის საკრებულოების თავმჯდომარეები მუშაობას ოფიციალურად შეუდგნენ.

ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სამუშაო დღე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე ამბობს, ამ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ახალციხის საკრებულოების ხელახლა დარეგისტრირება მიმდინრაეობს, რის შემდეგაც აღნიშნული სამსახურების დაკომპლექტება დაიწყება.

„გარდა ამისა, მიმდინარეობს საზღვრების დადგენა, სად სოფელის ტერიტორიაა და სად ქალაქის. პირველ ეტაპზე ეს საკითხებია მოსაგვარებელი, ამის შემდეგ დაიწყება საკრებულოების დაკომპლექტება“, – ამბობს გელა ნოზაძე.

მისივე თქმით, ახალი მოწვევის საკრებულო, გამგეობა და მერია ხელს არ შეუშლის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას, რაც ამ ეტაპზე ქალაქსა და სოფლებში მიმდინარეობს.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გელა ნოზაძის თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია: „ძველ თანამშრომლებს ყველას შეუჩერდა უფლებამოსილება, თუმცა ისინი რჩებიან თავიანთ ადგილებზე, სანამ არ გამოცხადდება კონკურსი, რომელიც კანონით სამი თვის შემდეგ უნდა დაიწყოს. ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს მოტივირებული ახალგაზრდები“.

ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სამუშაო დღე
ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე

ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე ამბობს, რომ ახალციხეზე ზრუნვას დღეიდან იწყებს: „დღეს ჩემი სამუშაოს პირველი დღეა.უკვე მზად ვარ მოქალაქეების მისაღებად და მათი პრობლემების მოსასმენად“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელის სამუშაო კაბინეტი დაიკავა.

სად იქნება ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტი ჯერ–ჯერობით გარკვეული არ არის.

„ჯერ ისიც არ ვიცი სად არის ჩემი სამუშაო კაბინეტი, რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება“, – ამბობს კახა ბერიძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე გახდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
‘შევცდი - საგანგებო ბიუჯეტის ნახევარი გახარჯულია’- საკრებულოს თავმჯდომარე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერთ კვირაში საკადრო ცვლილებები დაიწყება