FM97.5 / LIVE

თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
დღეს, 14 ივლისს, თვითმმართველი ქალაქის ახალციხის პირველი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი კახა ბერიძე აირჩიეს.

თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს

კახა ბერიძეს ამ პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლია. თვითმმართველი ქალაქის ახალციხის 15 დეპუტატიდან მას მხარი 11 დეპუტატმა დაუჭირა.

კახა ბერიძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს, ხმები ასე გადანაწილდა: 11 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 1 ბათილი ხმა.

ამ წუთებში დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას უყრიან კენჭს. ამ პოსტზე ასევე "ქართული ოცნების" წევრი, "რესპუბლიკელი" თამარ გოგოლაძეა დასახელებული.

შეგახსენებთ, თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს პირველი სხდომა 15:00 საათზე დაიწყო.

სხდომის დასაწყისში N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა დეპუტატებს 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გააცნო. შემდეგ კი დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების წევრები აირჩიეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე აირჩიეს



ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თავმჯდომარეს ერთ აქციაში მაინც უნდა მიეღო მონაწილეობა
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს
კენჭისყრა – ვინ დაუჭირა მხარი ქალაქის სტატუსის გაუქმებას [Video]