FM97.5 / LIVE

‘შევცდი - საგანგებო ბიუჯეტის ნახევარი გახარჯულია’- საკრებულოს თავმჯდომარე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.05.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, კორონავირუსის პრევენციისათვის გამოყოფილი 25 000 ლარიდან ნახევარი უკვე გახარჯულია და „სამხრეთის კარიბჭესთან“ მიცემულ კომენტარში, სადაც ამბობს, რომ „საგანგებო ბიუჯეტი“ ჯერ გაწერილი არ არის, შეცდომა მოუვიდა.

‘შევცდი - საგანგებო ბიუჯეტის ნახევარი გახარჯულია’- საკრებულოს თავმჯდომარე

დღეს, 28 მაისს „სამხრეთის კარიბჭემ“ კორონავირუსის პრევენციისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული თანხის შესახებ მასალა გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეზე დაყრდნობით წერია, რომ 25 000 ლარი ჯერ გახარჯული არ არის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ამბობს, რომ მას შეცდომა მოუვიდა და თანხის ნახევარი უკვე გახარჯულია: „ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, 25 000 ლარიდან 13 500 ლარი დაიხარჯა, შეძენილია 500 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილი, რომლის დარიგება ახლაც მიმდინარეობს“, - აზუსტებს ნოზაძე.

მისივე თქმით, ამ დრომდე მუნიციპალიტეტი 4 000-მდე ბენეფიციარს დაეხმარა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ე.წ საგანგებო ბიუჯეტი 30 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა. რომლის მიხედვითაც, ახალციხის მერიის მიერ მარტსა და აპრილში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის განსაზღრული თანხა, 25 000 ლარი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციას მოხმარდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ 25 000 ლარით 'საგანგებო ბიუჯეტი' დაამტკიცა
COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა
ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტი’ დაამტკიცა
ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 8 თვეში კულტურული ღონისძიებებისთვის 15,648 ლარი დახარჯა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ახალციხის თემის ბიუჯეტს 350 000 ლარი დაემატა, თანხა ვალეს საბავშვო ბაღს მოხმარდება