FM97.5 / LIVE

ახალციხის თვითმმართველობაში არსებულ 70 ვაკანსიაზე 894 განაცხადი შევიდა

მთავარიპოლიტიკა 25.11.2014
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 65 ვაკანსიაზე 765 განაცხადი შევიდა, საკრებულოში კი 5–ზე – 129. რამდენი კონკურსანტი გაივლის ტესტირებას, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

ახალციხის თვითმმართველობაში არსებულ 70 ვაკანსიაზე 894 განაცხადი შევიდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი კონკურსი საქმის წარმოებისა და კადრების საკითხებში სპეციალისტისა და საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ვაკანსიაზეა. სპეციალისტის ვაკანსიაზე 37 განცხადება შევიდა, საორგანიზაციო განყოფილების უფროსის პოზიციაზე კი 34.

საკრებულოში კი ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა წამყვანი სპეციალისტის პოზიცია საქმისწარმოების საკითხებში. ამ ადგილისთვის 50 კონკურსანტი იბრძვის.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, საკონკურსი – საატესტაციო კომისიის სამდივნო განცხადებებს მიმდინარე კვირაში გადაარჩევს, მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები კი ტესტირებას 13 და 14 დეკემბერს გაივლიან.

უკვე შექმნილია საკონკურსო – საატესტაციო კომისიაც, რომელიც მესამე ეტაპს – გასაუბრებას ჩაატარებს.

კომისიას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე უხელმძღვანელებს. წევრები არიან გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ნინო ნემსაძე.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველო თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 70 შტატზე კონკურსი 14 ნოემბერს გამოაცხადა, საბუთების მიღების ბოლო ვადა 23 ნოემბერი იყო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  გამგეობაში განაცხადების მიღება დასრულდა
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის გამგეობაში გასაუბრება დაიწყო
ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის
ახალციხის გამგეობაში ტესტირება მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 30 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის გამგეობაში 70 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა