FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში სტიქიით დაზიანებულ გზებს აკეთებენ, დაზარალებულების საკითხს კი ჯერ ისევ სწავლობენ

მთავარიეკონომიკა 17.09.2014
მიმდინარე, 2014 წლის, 6 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა უკვე დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე უცნობია რა ბედი ელით დაზიანებული სასოფლო ნაკვეთების მეპატრონეებს.

ახალციხის სოფლებში სტიქიით დაზიანებულ გზებს აკეთებენ, დაზარალებულების საკითხს კი ჯერ ისევ სწავლობენ

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, სოფელ მუსხის მთის გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც მინაძის გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ჭაჭარაქში დაზიანებული სასოფლო – სამეურნეო სავარგულების საკითხს კი რეგიონული განვითარების სამინისტრო ამ დრომდე სწავლობს.

მუსხში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნუკრი“ ასრულებს. იგივე კომპანია შეაკეთებს გზას მინაძეშიც.

მუსხის მთის გზის რეაბილიტაციისთვის 6.202 ლარია გამოყოფილი, მინაძის შიდა სასოფლო გზის აღდგენისთვის კი 8.630 ლარი.

6 ივლისს ძლიერმა წვიმამ და ქარმა სოფელ ჭაჭარაქთან ახლოს არსებული სასოფლო – სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა. ზარალმა 8.910 ლარი შეადგინა. რა ბედი ელით ნაკვეთების მფლობელებს ჯერ უცნობია, ვინაიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულ საკითხს ამ დრომდე სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ივლისს ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ხევიდან ჩამოსულმა ქვა – ღორღმა ახალციხე ახალქალაქის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა და სოფლების მინაძისა და მუსხის შიდა სასოფლო გზები დააზიანა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა
ხევიდან ჩამოსულმა ქვა–ღორღმა ახალციხე–ახალქალაქის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა [Photo]
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა
ჭობარეთი–მუსხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
მუსხის შიდა გზა [Photo]
ჭობარეთი–მუსხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება