FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში საშვთა სისტემა აღადგინეს

მთავარიპოლიტიკა 09.07.2014
ერთი კვირაა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მოქალაქეები და ჟურნალისტები მხოლოდ საშვით დაიშვებიან. საშვებს მოქალაქეთა მომსახურების ბიურო გასცემს.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში საშვთა სისტემა აღადგინეს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე ირწმუნება, რომ საშვთა სისტემის აღდგენა საჯარო მოხელეებთან ურთიერთობას გააადვილებს.

„მოქალაქეები მივლენ მომსახურების ბიუროში, დასვამენ კონკრეტულ საკითხს, ჩვენი თანამშრომელი გასცემს კომპეტენტურ პასუხს, ვის უნდა მიაკითხოს, ვინ გადაუწყვეტს აღნიშნულ პრობლემას, რის შემდეგაც საშვს გამოუწერს. მათ შეუძლიათ განცხადება ბიუროში დატოვონ და აღარ ამოვიდნენ მესამე სართულზე. ზედმეტ დროს არც მოქალაქეები დაკარგავენ და არც თანამშრომლები“, – ამბობს გიორგი მიქელაძე.

ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემა 2012 წლის 31 მაისს დაწესდა. მოქალაქეები საშვის გარეშე არც სამხარეო ადმინისტრაციაში და არც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში არ დაიშვებოდნენ. საშვთა სისტემის დაწესების შემდეგ, სამი თვის განმავლობაში „სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში კომენტარის ჩაწერას თითქმის ვერცერთ საკითხზე ახერხებდა. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში გვპასუხობდნენ, რომ გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე გასული იყო ან ჩვენს მისაღებად არ ეცალა.

კითხვაზე – ხომ არ შეუქმნის ჟურნალისტებს საშვთა სისტემა იგივე პრობლემებს, ამჯერად გუბერნიაში, მიქელაძე გვპასუხობს, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია.
„ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა არავის შეეზღუდება. თუ რომელიმე საჯარო მოხელეს არ სურს კომენტარის გაკეთება, რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი პირველ სართულზე მივა თუ მეორეზე“, – აცხადებს მიქელაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში საშვთა სისტემა ამოქმედდება
ხელოვნურ ბარიერად ქცეული ”ერთი ფანჯრის პრინციპი”
ვინ მოიტყუა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომლები მუშაობას შეუდგნენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 ადგილისთვის 275 კანდიდატი იბრძვის
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ხელახლა არჩევენ