FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომლები მუშაობას შეუდგნენ

მთავარიპოლიტიკა 12.05.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსის წესით შერჩეულ იმ 10 თანამშრომელზე, რომლებიც საბუთებს აწესრიგებდნენ დანიშვნის შესახებ განკარგულებები უკვე დაიწერა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომლები მუშაობას შეუდგნენ
სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ახალი თანამშრომლების დანიშვნის შესახებ ბოლო განკარგულება 8 მაისს დაიწერა.

„ამ ეტაპზე 22-ვე თანამშრომელზე დანიშვნის შესახებ განკარგულებები უკვე დაწერილია. ყველა მათგანი მუშაობას ოფიციალურად გასულ კვირას შეუდგა“,- ამბობს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კონკურსის წესით შერჩეულ 22 თანამშრომლიდან ორი კვირის წინ დანიშვნის შესახებ ბრძანება მხოლოდ 12 პიროვნებზე დაიწერა. დანარჩენები საბუთებს აწესრიგებდნენ.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კადრების შესარჩევი კონკურსი 2014 წლის 18-27 მარტს მიმდინარეობდა. 25 ვაკანსიაზე 378 განაცხადი შევიდა, კონკურსის პირველი ეტაპი, საბუთების გადარჩევა, წარმატებით 275-მა გაიარა, თუმცა ამათგან გასაუბრებაზე 151 კონკურსანტი გამოცხადდა. კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრებები, 14-დან 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსის შედეგად კომისიამ 25 პოსტისთვის 22 თანამშრომელი შეარჩია.

რაც შეეხება ვაკანტურ სამ პოსტს, თუ როდის გამოცხადდება აღნიშნულ პოსტებზე კონკურსი, ჯერ უცნობია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნიაში თანამშრომელთა ნაწილი მუშაობას შეუდგა
ვინ არის ის 22 ადამიანი, ვინც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დასაქმდება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
რა ბედი ელის გუბერნიაში დარჩენილ სამ ვაკანტურ პოსტს?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ხელახლა არჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დღეს გასაუბრებას 24 კონკურსანტი გაივლის