FM97.5 / LIVE
378 აპლიკანტიდან, ვის დაიბარებენ გასაუბრებაზე, ხვალ, 8 აპრილს გახდება ცნობილი.">

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ხელახლა არჩევენ

მთავარიპოლიტიკა 07.04.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე 378 აპლიკანტიდან, ვის დაიბარებენ გასაუბრებაზე, ხვალ, 8 აპრილს გახდება ცნობილი.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ხელახლა არჩევენ
გუბერნიაში ვაკანტური 25 პოსტია, მათ შორის, 17-ზე არავინ მუშაობს, 8-ს კი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სულ 46 თანამშრომელია, ამათგან კონკურსი არ ეხება 21 ადამიანს: გუბერნატორს, მის სამ მოადგილესა და იმ 17 თანამშრომელს, რომლებიც კონკურსით იანვარში შეარჩიეს.

საკონკურსო კომისიამ განმცხადებლების აპლიკაციების გადარჩევა გასულ კვირას დაიწყო.

„ბევრი განცხადება იყო და აპლიკაციების გადარჩევას კვირაზე მეტი დასჭირდა“, - განმარტავს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

ამ კონკურსით ადმინისტრაციაში ოთხი სამსახური უნდა დაკომპლექტდეს: სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის, რეგიონული პროექტების კოორდინირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის. გარდა ამისა, უნდა შეირჩეს გუბერნატორის მდივან-რეფერანტი. სწორედ აღნიშნულ პოსტზეა ყველაზე მეტი, 35 განაცხადი შესული.

როდის დაიწყება კონკურსის მეორე ეტაპი, რომელ დღეებში დაინიშნება გასაუბრება და რა კრიტერიუმით შეარჩევენ კადრებს, ჯერ უცნობია.

„აპლიკანტებთან გასაუბრების დღეები და კითხვები გასაუბრებისთვის, აპლიკანტების საბუთების გადარჩევის შემდეგ გადება ცნობილი“ - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 თანამშრომელს შეარჩევენ
გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომლები მუშაობას შეუდგნენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში აპარატის უფროს სპეციალისტებს არჩევენ
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსით სამ თანამშრომელს შეარჩევენ