FM97.5 / LIVE

ვინ მოიტყუა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში?

მთავარიპოლიტიკა 31.05.2012
ახალციხის ადმინისტრაციის შენობაში დღეიდან მოქალაქეები საშვის გარეშე აღარ დაიშვებიან

ვინ მოიტყუა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში?

დღეს დილით ადმინისტრაციის შენობის შესასვლელში უჩვეულოდ ბევრი მოქალაქე დაგვხდა. დაცვამ შეგვაჩერა და გვითხრა, რომ საშვის გარეშე ვერ გაგვიშვებდა.

საშვებს, მოქალაქეთა მისაღებში, ახალციხის დასახლებათა გაერთიანებაში სპეციალისტი ლიანა ქებაძე წერდა. მანვე განგვიმარტა, რომ დღეიდან ადმინისტრაციის შენობაში ნებისმიერი მოქალაქე მხოლოდ საშვის მიღების შემდეგ დაიშვება.

”სამხრეთის კარიბჭეს” შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გელა დემეტრაძესთან, მის მოადგილესთან დავით ბუცხრიკიძესთან და ახალციხის მუნიცპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსთან ალექსი კოსტანიშვილთან სურდა.

იმან, რომ შეხვედრა ერთდროულად სამ თანამშრომელთან გვინდოდა, მიმღებში დაბნეულობა გამოიწვია - უნდა გაერკვიათ, საშვში რომელი მათგანი, თუ სამივე ერთად, უნდა მიეთითებინათ. ორჯერ დარეკვისა და გადამოწმების შემდეგ, გრაფაში ”მიმღები” მუნიციპალიტეტის გამგებელი დაგვიწერეს.

მანამდე კი სანამ ამას გაარკვევდნენ, თვალყურს ვადევნებდით შენობაში შემოსულ მოქალაქეებს.

მიმღებში დაძაბულობა იგრძნობოდა, ქებაძე რიგში მდგომი მოქალაქეებისთვის საშვის გამოწერას, ამის პარალელურად ოპერატორი კომპიუტერში მონაცემების შეტანას და თან ადმინისტრაციის შენობიდან უკან გამოსული მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების დაბრუნებას ვეღარ ასწრებდა.

ამიტომ მიმღებში შემოსულმა გამგებლის მოადგილემ გიორგი გიქოშვილმა, (რადგან, მისი თქმით, დღეს საშვთა სისტემის ამომქედების პირველი დღე იყო), თანამშრომლებს მუშაობისთვის შედარებით მარტივი მეთოდი შესთავაზა.

საშვის აღების შემდეგ, გამგებლის მისაღებში შესვლისას, მისმა პირადმა მდივანმა ქეთევან კუპრაძემ სხდომათა დარბაზში გაგვიყვანა. გვთხოვა გამგებლისთვის იქ მოგვეცადა და როგორც კი გათავისუფლდებოდა, ჩვენთან შესახვედრად თავად გამოვიდოდა.

გამგებელს არც მისაღებში და არც იმ დარბაზში, სადაც ჩვენ უნდა მოგვეცადა, არავინ უცდიდა. გამგებელი ჩვენთან შესახვედრად დაახლოებით 35 წუთში გამოვიდა.

”ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში დაწესებულია საშვთა ბიურო. ჩვენთანაც საშვთა სისტემა დიდი ხანია მოქმედებს, ეტყობა ეს თქვენ დღეს შეამჩნიეთ. გამიჭირდება ზუსტად გითხრათ როდის ამოქმედდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია მოქალაქეებს საშვის გარეშე აღარ უშვებენ”, - გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა დემეტრაძემ.

თუმცა, გუშინ და არა მარტო გუშინ, ”სამხრეთის კარიბჭეც” და მოქალაქეებიც ადმინისტრაციის შენობაში საშვის გარეშე შედიოდნენ. საშვის გარეშე შევიდნენ გუშინ სამხარეო ადმინისტრაციაშიც და გამგეობაშიც სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტები ”სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებთან ერთად.

”თუ გუშინ შემოგიშვეს, ეს იმიტომ, რომ ცნობად ჟურნალისტებს ისე ატარებენ ხოლმე. თუმცა, საშვთა სისტემა გუშინაც მოქმედებდა”, - აცხადებს დემეტრაძე.

საინტერესოა, თუ გუშინ იცნეს მიმღებში ”სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტი, დღეს რატომ ვეღარ გვიცნეს?! ან, ვინ იცნო გუშინ სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტები, რომლებიც ახალციხის ადმინისტრაციის შენობაში პირველად იყვნენ და მესამე სართულამდე საშვის გარეშე აუშვეს.

კითხვაზე, რატომ არ მოგვაცდევინეს გამგებლის მისაღებში და გაგვიყვანეს იზოლირებულად სხდომათა დარბაზში, გამგებელმა განგვიმარტა: ”დღეს ბევრი ხალხი მყავდა, თათბირი იყო ჩემ ოთახში. ესეც სათათბირო ოთახია და სპეციალურად შეხვედრებისთვისაა გაკეთებული. სხვა დროს თუ შესაბამისი გარემო იქნება, ჩემ ოთახში ვისაუბრებთ”.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი თუ საშვში მითითებული აქვს ერთი თანამშრომელი და ინტერვიუს ჩაწერისას გაარკვია, რომ მას სხვა რესპონდენტიც სჭირდება - ამისთვის მეორე საშვის გამოსაწერად მისაღებში უნდა ჩაბრუნდეს თუ აქვს უფლება კომენტარი საშვის გარეშე ითხოვოს, დემეტრაძემ გვიპასუხა: ”რატომ ართულებთ სიტუაციას? როდის შეგმნიათ პრობლემა?! თუ აქედან სხვისი ჩაწერა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გახვიდეთ საშვის გარეშე, არ იქნება პრობლემა”.

”სამხრეთის კარიბჭეს” ადმინისტრაციის შენობაში რესპონდენტის სანახავად ამგვარი ინსტანციების გავლა მართლაც პირველად მოუხდა.

საინტერესოა, ვინ იცრუა დღეს, გამგებელმა, რომელმაც გვითხრა, რომ საშვთა ბიურო დიდი ხანია მოქმედებს თუ ლია ქებაძემ, რომელმაც განგვიმარტა, რომ ადმინისტრაციის შენობაში საშვის გარეშე სწორედ დღეიდან არ შეგვიშვებენ.

თამუნა უჩიძე, ახალციხე


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში საშვთა სისტემა აღადგინეს
ხელოვნურ ბარიერად ქცეული ”ერთი ფანჯრის პრინციპი”
ახალციხის მერიაში საშვთა სისტემა ამოქმედდება
როგორ უნდა გადაადგილდეთ თუ ეწევით სამეურნეო ან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას
ახალციხის მერია: ‘სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზარალის დათვლა არ დაგვისრულებია’

‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]