FM97.5 / LIVE

რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში

მთავარიპოლიტიკა 28.03.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე საბუთების მიღება დასრულდა. ყველაზე მოთხოვნადი საგანგებო -სიტუაციების მართვის სამსახური და გუბერნატორის მდივნის პოსტი აღმოჩნდა.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში საბუთების მიღება გუშინ, 27 მარტს დასრულდა. 25 ვაკანსიაზე 378 განაცხადი შევიდა.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის თქმით, თითქმის ყველა ვაკანსიაზე 15-ზე მეტი განცხადება შევიდა. ყველაზე მოთხოვნადი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გუბერნატორის მდივან-რეფერანტის პოსტი აღმოჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 9 ვაკანტური პოსტია : სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, 2 უფროსი სპეციალისტი და 5 სპეციალისტი. აღნიშნულ ვაკანსიებზე ჯამში 53 განაცხადია შესული. 35 აპლიკაცია შევიდა მდივან-რეფერენტის პოზიციაზე.

სამხარეო-ადმინისტრაციაში შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია პირველ ეტაპს, რომელიც საბუთების გადარჩევას გულისხმობს, მომავალ კვირაში დანიშნავს.

„დიდი აქტიურობა იყო, ბევრი განაცხადია შემოსული, ამიტომ პირველ ეტაპს, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება, ცოტა დრო დასჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა გასაუბრების დღეც“,- ამბობს მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა. ამ კონკურსის შედეგად, ადმინისტრაციაში უნდა დაკომპლექტდეს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატი და სამი სამსახური: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის, რეგიონული პროექტების კოორდინირებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახური. გარდა ამისა შეირჩევა მდივან-რეფერანტი, რომელიც გუბერნატორის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 თანამშრომელს შეარჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ხელახლა არჩევენ
გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
ასპინძაში ყველაზე მოთხოვნადი სახანძრო-სამაშველო სამსახური აღმოჩნდა