FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 ადგილისთვის 275 კანდიდატი იბრძვის

მთავარიპოლიტიკა 08.04.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეები, გასაუბრებებს 14-28 აპრილს გაივლიან.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 ადგილისთვის 275 კანდიდატი იბრძვის

კნკურსში გასული მოქალქეების სია უკვე ცნობილია. სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საკონკურსო კომისიის ინფორმაციით, გასაუბრებები შემდეგი განრიგით ჩატარდება:

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 ადგილისთვის 275 კანდიდატი იბრძვის

კონკურსანტებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ.

„მათ მოეთხოვებათ საკანონმდებლო აქტების ცოდნა; გარდა ამისა, შეფასდება მათი გამოცდილება და უნარ- ჩვევები. შეიძლება კომისიის თითოეულმა წევრმა თავისი ინიციატივით შეადგინოს კითხვარი, ამას კანონი არ კრძალავს“, - განმარტავს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

378 აპლიკანტიდან, პირველი ეტაპი 103-მა კონკურსანტმა ვერ გადალახა. მათ შედეგს ოფიციალურად, ელექტორნული ფოსტით, 8-9 აპრილს აცნობებენ. პასუხის მიღებიდან 2 დღის ვადაში კონკურსანტებს შეუძლიათ პასუხი ადმინისტრაციაში შექმნილ საპრეტენზიო კომისიაში გაასაჩივრონ. სამწევრიან კომისიაში არიან: ლევან ცაბაძე, - კომისიის თავმჯდომარე (ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი), ზაქარია ენდელაძე -კომისიის წევრი (ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალოების შემსრულებელი) და დიმიტრი ყიფიანი, -კომისიის წევრი (ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე).

გიორგი მიქელაძის განმარტებით, პირველი ეტაპი იმ კონკურსანტებმა ვერ გადალახეს, რომელთაც დოკუმენტაცია არ ჰქონდათ სრულად წარდგნილი, ან ასაკობრივ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ.

„იყვნენ 21 წელზე პატარა ასაკის კონკურსანტები, მათი საჯარო სამსახურში მიღება კანონით იკრძალება. 35 წლამდე ასაკის მოქალქეებს სურდათ მაშველ-მეხანძრედ მუშაობის დაწყება, რაც ასევე იკრძალება კანონით“, - ამბობს მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა. საბუთების მიღება 27 მარტს დასრულდა. 25 ვაკანსიაზე 378 განაცხადი შევიდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?
ვინ დასაქმდება სამხარეო ადმინისტრაციაში ერთ კვირაში გაირკვევა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მთავრდება