FM97.5 / LIVE

ხელოვნურ ბარიერად ქცეული ”ერთი ფანჯრის პრინციპი”

მთავარისაზოგადოება 05.09.2012
საჯარო მოხელეების თავდაცვა არაკომფორტული კითხვებისგან; კანონის არმცოდნე ჩინოვნიკები თუ სახელმწიფო პოლიტიკა;

ხელოვნურ ბარიერად ქცეული ”ერთი ფანჯრის პრინციპი”

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ”სამხრეთის კარიბჭე” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში კომენტარის ჩაწერას თითქმის ვერცერთ საკითხზე ვერ ახერხებს. საკრებულოშიც და გამგეობაშიც ნებისმიერ თემაზე საკრებულოს თავმჯდომარესთან, გამგეობაში კი გამგებელთან გამისამართებენ. მოქალაქეთა მომსახურებისა და საინფორმაციო ბიუროში კი დღის ნებისმიერ დროს, არაერთხელ მისვლის მიუხედავად გეუბნებიან, რომ გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე გასულია, ან, თუ ადმინისტრაციულ შენობაშია ჩვენ მისაღებად არ სცალია. ამის შემდეგ ტელეფონზე ვცდილობთ დაკავშირებას და როგორც კი კითხვას ვსვამთ, მოუცლელობის გამო ტელეფონს გვითიშავენ. ოფიციალური წერილით მიმართვისას 10-დღიან ვადას ყოველთვის ბოლომდე იყენებენ და ასევე ყოველთვის, პასუხს სრულყოფილად არასდროს გიბრუნებენ.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემის შემოღების შემდეგ გართულდა. მაშინ როცა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი აცხადებდა, რომ ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი ადგილობრივი თვიმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობას გაამარტივებდა.

საშვის გარეშე, რომელიც პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ გეძლევა, ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვერ გადაადგილდება. შესაბამისად, თუ რომელიმე საჯარო მოხელეს მოქალაქის და ასევე ჟურნალისტის მიღება არ სურს, მასზე საშვი შესასვლელშივე არ გამოიწერება.

მდგომარეობა ანალოგიურია საქართველოს არაერთ ქალაქში. საშვთა სისტემა ადმინისტრაციულ შენობაში ბევრგან ერთდროულად შემოიღეს.

მაგალითად ქუთაისში, საინფორმაციო სააგენტო ”ნიუპრესის” რედაქტორის თეა ზიბზიბაძის თქმით, საკრებულოს სხდომების დროს საშვთა ბიურო დაკეტილია და ის მას შემდეგ იღება, როცა სხდომა სრულდება: ”ეს იმიტომ, რომ ჟურნალისტები საკრებულოს სხდომებს არ დაესწრონ”.

ხარაგაულში საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მუდმივი საშვი გასცეს მხოლოდ გაზეთ ”ჩემი ხარაგაულის” დამფუძნებელსა და რედაქტორზე ლაურა გოგოლაძეზე. ამდენად ქალაქში მისი არ ყოფნის, ან მოუცლელობის შემთხვევაში, სხვა ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ.

საშვთა სისტემა არ მოქმედებს ზუგდიდის საკრებულოში, თუმცა, საინფორმაციო სააგენტო ”ლაივპრესის” ჟურნალისტის ნანა ხუბუტიას თქმით, ჟურნალისტებს საკრებულოში დაცვის თანხლების გარეშე გადაადგილება ეკრძალებათ: ”დაცვის თანამშრომელი დაგვყვება და ამოწმებს ვისთან შევალთ, რას ვკითხავთ”.

ასევე არ მოქმედებს საშვთა სისტემა კახეთის არცერთ მუნიციპალიტეტში თუმცა, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ საკითხზე მაგალითად გურჯანში კომენტარის გაკეთება, აქაც ჯერ გამგებელთან თანხმდება.

”ასევე თითქმის ყველა საკითხზე ითხოვენ ოფიციალურ წერილს. შემდეგ კი იყენებენ ათდღიან ვადას და სრულყოფილად არ გპასუხიბენ”, - ამბობს გაზეთ ”სპექტრის” დირექტორი მაია ყალაბეგაშვილი.

საშვთა სისტემაა ბათუმში და ოზურგეთში.

გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტი ლელა დუმბაძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები ასე ჟურნალისტებზე მეტად დაბრკოლებებს მოქალაქეებს უქმნიან: ”მოქალაქეს არ აქვს წვდომა ყველა საჯარო მოხელესთან, გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ადამიანი უბრალოდ მოიშორონ თავიდან, ეტყვიან, რომ დღეს მიღება არაა. ის კი სოფლიდან ჩამოვიდა და შესაძლოა უკან ვეღარ მობრუნდეს”.

საშვების შემოღებას აპროტესტებს ”გურია ნიუსის” ჟურნალისტი გიორგი გირკელიძეც. ოზურგეთში საშვთა სისტემა კონტროლის პალატის საყოველთაო დაკითხვების შემდეგ შემოიღეს: ”მაგალითად, ჩავწერე საკრებულოს თავმჯდომარე და საუბრის დროს გაირკვა, რომ მჭირდება მეორე მხარის კომენტარიც და ის იმავე შენობაშია. ამისთვის უნდა ჩამოვბრუნდე საშვთა ბიუროში და მასთან შესასვლელად საშვი ხელახლა გამოვაწერინო. ამასობაში კი დრო იკარგება”.

რაც შეეხება მოქალაქეებს, გირკელიძის თქმით, სოფლიდან ჩამოსულ ადამიანს პირადობის მოწმობა თუ სახლში დარჩა, არავისთან შეუშვებენ: ”ამ ყველაფრის შემდეგ კი სირცხვილია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოს ვაშენებთ”.

ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი გიორგი ანდღულაძე, რომელიც ახორციელებს პროექტს ”გამჭვირვალე თვითმმართველობა”, ამბობს რომ ადგილობრივი თვითმამრთველობის გამჭვირვალობასთან საშვთა სისტემა არანაირ კავშირში არაა: ”სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ინფრომაცია, კი არ დაბლოკოს, დაიცვას, ადგილობრივი თვითმმართველობა კი აბსოლიტურად ღიაა კანონით. უამრავი ხერხის გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღოს. რაც შეეხება მოქალაქეებს, საშვთა ბიუროს პარალელურად, მათთვის სრულფასოვნად უნდა ფუნქციონირებდეს მისაღები”.

ჟურნალისტი ია ანთაძე ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მიღება ყველაზე უფრო ადვილი შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში იყო. იგი გულისხმობს როგორც დოკუმენტს, ასევე კომენტარს. რევოლუციის შემდეგ კი მოხდა ისე, რომ ერთბაშად ჩაიკეტა ეს სივრცე. ჟურნალისტები თავიდან ფიქრობდნენ, რომ მოხდა საჯარო პირების ცვლა და ამიტომ ამ ახალმა ადამიანებმა უბრალოდ არ იცოდნენ რა ეწერა ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავში. ამიტომ, ძალიან ხშირად ჟურნალისტები დადიოდნენ კოდექსით ხელში და უხსნიდნენ ახალ ჩინოვნიკებს კანონში ჩანაწერის შესახებ: ”კარგა ხნის გასვლის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რომ ინფორმაცია უნდა ჩაკეტილიყო და ეს არ იყო კონრეტული ჩინოვნიკების არ ცოდნის შედეგი”.

ბოლო დროს კი ვითარების კიდევ უფრო გართულებას, ანუ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტების ადმინისტრაციულ შენობებში შესვლა ბევრგან შეუძლებელი გახდა, ანთაძე ასე ხსნის: ”ერიდებიან იმ მედია საშუალებებს, რომლებიც დასვამენ კრიტიკულ შეკითხვებს; რომლებიც ეცდებიან, რომ რეალური ინფორმაცია და უფრო სიღრმისეული მასალა მიაწოდონ საზოგადოებას იმის შესახებ, რაც ხდება. საშვების შემოღება კი დაიწყეს იმ ქალაქებში, სადაც ჟურნალისტები ძალიან აქტიურები არიან”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საშვთა სისტემის შემოღება, არაგონივრული გადაწყვეტილებაა: ”უცნაურია, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა თავის მოქალაქეებს უწესებს საშვთა სისტემას. ეს რომ იყოს სამინისტრო, კიდევ შეიძლება გაიგო, მაგრამ, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ადგილი, სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და არ შეიძლება, რომ მოქალაქეებს თავისუფალი წვდომა არ ჰქონდეთ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან”.

კორძაიას თქმით, მითუმეტეს მიუღებელია, როდესაც ეს სისტემა გამოიყენება იმისთვის, რომ ადამიანებმა ვერ მიაღწიონ კონკრეტული თანადებობის პირებამდე: ”არ შეიძლება ჟურნალისტს უარი უთხრა საშვის მიცემაზე, ან არაპირდაპირი გზით საშვთა სისტემა გახადო ჟურნალისტისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად. ასე ადგილობრივი თვითმმართველობები ცდილობენ, რომ ჟურნალისტები შეზღუდონ და არაკომფორტული შეკითხვები თავიდან აიცილონ”.

[თამუნა უჩიძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში საშვთა სისტემა აღადგინეს
ახალციხის მერიაში საშვთა სისტემა ამოქმედდება
ვინ მოიტყუა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში?

საკრებულოს თავმჯდომარე სამომავლო გეგმებზე საუბრობს
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ინფორმაციას გაცემამდე გუბერნიას უთანხმებენ?!
მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტები არჩევნებს კოორდინირებულად გააშუქებენ