FM97.5 / LIVE

საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კენჭისყრის მიმდინარეობას თბილისსა და საქართველოს 36 საარჩევნო უბანში აკვირდება. საიას ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა.

საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე შემდეგი დარღვევები დაფიქსირდა:

სხვის ნაცვლად ხმის მიცემა

ხელვაჩაურის #27 უბანზე გამოცხადებულმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან მისი გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ხელმოწერა. საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა შესაბამის ადმინისტრაციაში.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

საგარეჯოს ოლქის #46-ე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის შემოსვლა კოალიცია ქართული ოცნების სიმბოლიკიანი მაისურით, რაც საიას დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ აღმოფხვრა და ამომრჩეველს დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული დარღვევები

საბურთალოს ოლქის #33-ე უბანზე კანონდარღვევით მიმდინარეობდა მარკირების პროცედურა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ აღმოფხვრა პრობლემა და მარკირება ამ პერიოდისათვის კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობს.

ბიულეტენების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები

თერჯოლის ოლქის 25-ე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორს წინასწარ ჰქონდა 5 ბიულეტენი გამზადებული და ბეჭდით დამოწმებული. საიას დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ დარღვევა აღმოფხვრა.

სადემონსტრაციო ოქმის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევები

ქუთაისის 81-ე უბანზე სადემონტრაციო ოქმი არ იყო შევსებული. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულის შესახებ მიმართა კომისიის თავმჯდომარეს და მოსთხოვა პრობლემის აღმოფხვრა.

ხმის მიცემა არაუფლებამოსილი პირის მიერ

გორის 25-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა, რომ ხმის მიცემას ცდილობდა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა მარკირება. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ აღნიშნულ ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის უფლება.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დამკვირვებლებმა 26 საჩივარი დაწერეს და ჩანაწერთა წიგნში დაახლოებით 45 შენიშვნა დააფიქსირეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის
საიამ 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირა
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
დარღვევები ახალქალაქში – “მრავალეროვანი საქართველოს” მონაცემები
'საერთაშორისო გამჭვირვალობა': 70 დარღვევა, 34 საჩივარი
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
'მრავალეროვანმა საქართველომ' ჯავახეთში კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დააფიქსირა