FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა

მთავარისამართალი, არჩევნები 11.09.2012
ახალქალაქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ცესკოს საჩივარი ახალქალაქის საოლქო კომისიაში კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრების წინააღმდეგ

ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალქალაქის სასამართლოს 3 სექტემბერს ახალქალაქის საოლქო კომისიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიმართა. ცესკო ახალქალაქის საოლქო კომისიაში მყოფი კოალიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს, დილით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და საარჩევნო ბლოკის ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

იმავე დღეს გავრცელდა ბეჟან გუნავასა და გიორგი ჟვანიას განცხადებებიც, რომლის თანახმად, ჰასმიკ მარანგოზიანი თავად არღვევდა კანონს. მათი თქმით, საოლქოს თავმჯდომარემ თავად მიაყენა შეურაცხყოფა კოალიციის წევრებს და ამის დამადასტურებელი ვიდეო-მასალაც არსებობდა.

როგორც კოალიციის ადვოკატი გიორგი ჯვარიძე აცხადებს, ინციდენტის შესახებ კომისიის წევრები ახალქალაქის სამმართველომ იმავე დღეს დაკითხა, მაგრამ საქმე არ აღძრულა. თუმცა, ახალქალაქის სასამართლოში საჩივარი შეიტანა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

”ახალქალაქის მოსამართლემ რამდენჯერმე გადადო პროცესი გაურკვეველი მიზეზით. ბოლოს გუშინ გაიმართა სხდომა, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარჩელი არ დააკმაყოფილეს”, - აცხადებს გიორგი ჯვარიძე.

ადვოკატის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებდა, კოალიციას საოლქო კომისიაში წარმომადგენლები აღარ ეყოლებოდა.

”იმდენად აშკარა იყო ჩვენი კომისიის წევრებისა და ბეჟან გუნავას უდანაშაულობა, რომ მიიღეს ადექვატური გადაწყვეტილება”, - ამბობს კოალიციის ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჟვანია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი ჟვანია: ”ცესკოს განცხადება ცალმხრივია”
ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრი:‘თავმჯდომარემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა’
ახალქალაქის საოლქომ დარჩენილი ოთხი საჩივარიდან სამი დააკმაყოფილა
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ინციდენტით დასრულდა
კვირის აქცენტი: ახალქალაქის საოლქო კომისიის საქმე [Video]
ახალქალაქის საოლქომ 16 საჩივრიდან 10 განუხილველი დატოვა
ახალქალაქის ორ უბანზე თავმჯდომარეებმა და მდივნებმა გაფრთხილება მიიღეს