FM97.5 / LIVE

ახალციხეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 13.11.2014
შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, მათი რეაბილიტაციის და დასაქმების ხელშეწყობა; არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებები შეახსენეს.

ახალციხეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული  გარემოს შექმნაზე იმსჯელეს
შეხვედრა შშმ პირების უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ და „ყველა ყველასათვის“, ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ სამოქმედო გეგმით გაწერილ ვალდებულებაზე, რომელიც სამინისტროებთან ერთად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც აკისრიათ. შევახსენეთ სამოქმედო გეგმის იმ კომპონენტების შესახებ, სადაც მათ კონკრეტული აქტივობები უნდა განახორციელონ“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წარმომადგენელი გიორგი ახმეტელი.

უფლებადამცველებმა მერიის წარმომადგენლებთან შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე, დასაქმებასა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზეც ისაუბრეს.

„არის მზაობა მერიისგან 2015 წლის ბიუჯეტში თანხა გამოყონ ამ მიმართულებით. მთავარია ნათქვამი საქმედ იქცეს“, – ამბობს გიორგი ახმეტელი.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ შშმ პირთა რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და ადაპტირებული გარემოს შექმნაზე იზრუნებენ.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ გათვალისწინებული იქნება მათთვის ადაპტირებული გარემო. შესაძლებელია შევიძინოთ მოძრავი ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც შშმ პირებს კიბეებზე გადაადგილებაში დაეხმარება“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგლე ზაზა თამარაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირთა საჭიროებები და მხარდამჭერი სერვისები – შეხვედრა ახალციხეში
ახალციხის მერი შშმ პირებს შეხვდა
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
ცესკო: არჩევნებმადე შშმ პირებისთვის ადაპტირებული უბნების რიცხვი გაიზრდება
"ოპიზარში" შშმ სტუდენტებისთვის ადაპტირებული გარემო მოეწყო
შშმ პირები ახალციხის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ
შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად