FM97.5 / LIVE

ბედის ანაბარად მიტოვებული ბაზარი

მთავარიეკონომიკა 19.07.2012
ახალქალაქის სასურსათო ბაზარი ძალიან ცუდ სანიტარულ და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებელიც არავინაა

ბედის ანაბარად მიტოვებული ბაზარი

სურსათის ბაზარი ნაგვითაა სავსე, დახლების ქვეშ და სხვადასხვა ადგილებში ნარჩენები გროვებად ყრია, ირგვლივ კი უპატრონო ძაღლები და კატები დაძრწიან.

ბაზრის შიგნით დახლების უმეტესობა ცარიელია, გამყიდველი ძალიან ცოტაა და შესაბამისად, არც მყიდველების სიმრავლე შეიმჩნევა. ბაზარში, ძირითადად, მწვანილეულობის, სანელებლებისა და მჟავეულობის რამდენიმე მუდმივი გამყიდველი ვაჭრობს. ზაფხულსა და შემოდგომაზე მათ ასპინძის მუნიციპალიტეტიდან ხილისა და ბოსტნეულის რამდენიმე გამყიდველი ემატებათ.

ნამდვილი ვაჭრობა ბაზრის გარეთ, მეზობელ ქუჩაზეა გაჩაღებული. აქ მთელი ქუჩის გასწვრივ, ბაზრიდან ავტოსადგურამდე, ხილისა და ბოსტნეულის დახლები და მანქანებია გამწკრივებული.

ბაზრის ასეთ სავალალო მდგომარეობაში ყოფნის მთავარ მიზეზად გამყიდველები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ბაზარს კონკრეტული პატრონი ან პასუხისმგებელი არ ყავს.

ბაზრის გამყიდველების თქმით, უკვე 3-4 წელია ბაზარში ადგილის საფასურს აღარ იხდიან. ისინი თანახმა არიან, დახლის ღირებულება გადაიხადონ, ოღონდ ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის მცხოვრები მიხეილ ქოჩალიძე უვკე სამი წელია სეზონზე სხვადასხვა პროდუქტების გასაყიდად მუდმივად ჩამოდის და მისთვის ბაზარში ადგილის თანხის გადახდა არასდროს მოუთხოვიათ.

ერთ-ერთი გამყიდველი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ბაზარში არსებულ სიბინძურეს უჩივის. იგი უკვე მრავალი წელია აქ ხილს ყიდის.

“უკვე სამი წელია ადგილისთვის ფულს აღარ ვიხდით. მაგრამ ბაზარს აღარავინ ასუფთავებს, ყველგან ნაგავი და ტალახია. საკუთარ ადგილებს თავად ვალაგებთ, დანარჩენ ნაწილში კი ნაგავია”, - ამბობს იგი.

მწვანილის გამყიდველი, რომელმაც ასევე არ ისურვა სახელის თქმა, ამბობს, რომ ბაზარში მდგარი ნაგვის კონტეინერების დაცლისთვის ხუთ ლარს იხდის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შპს “სანიტარული დასუფთავების” დირექტორის პარგევ იორდანიანის თქმით, იგი არ არის ვალდებული ბაზარში მდგარი კონტეინერებიდან ნაგავი გაიტანოს.

“შემიძლია ბაზრიდან კონტეინერები წამოვიღო. მათთან ხელშეკრულება არ მაქვს, მაგრამ მაინც დავტოვე, ეს ხომ ჩვენი ქალაქია. არც იქიდან ნაგვის გამოტანის ვალდებულება მაქვს, მაგრამ რამდენიმე, 7-8 ადამიანი იხდის და მათი ნაგავი გამომაქვს, კონტეინერებს ვასუფთავებ”, - ამბობს პარგევ იორდანიანი.

ნაგვით ბაზრის პრობლემები არ იწურება. ბაზარში არ არის საზოგადოებრივი საპირფარეშო, სასმელი წყალი მხოლოდ ერთ ადგილას მოდის. ახლახანს ბაზრის ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილი გაიჭედა, ორი კვირის განმავლობაში ბაზარში ჭუჭყიანი წყალი იღვრებოდა და უსიამოვნო სუნს ავრცელებდა. გამყიდველების თქმით, რადგან ასეთ მდგომარეობაში ვაჭრობა უკვე შეუძლებელი იყო, კანალიზაცია თავისი ხარჯით შეაკეთა ერთ-ერთმა გამყიდველმა, რომელიც თევზეულით ვაჭრობს.

პავლიკ ბალასანიანი ბაზარში ხორცით ვაჭრობს, მას პატარა დახლი აქვს.

“ადგილისთვის ფულს სამი თუ ოთხი წელია აღარ ვიხდით. ეს რა ბაზარია, სიბინძურე და უპატრონობა. კანალიზაცია გაფუჭდა და ყურადღება არავის მოუქცევია. წყალი ჩვენ დავკეტეთ, მხოლოდ მაშინ ვხსნით, როცა გვჭირდება. საპირფარეშოც არაა”, - ამბობს იგი.

იურიდიულად ახალქალაქის ბაზარი რეგისტრირებული არ არის. იქ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. 2006 წლიდან ბაზრის ტერიტორია ყოფილი “რაიონის მომხმარებელთა კავშირის” მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. თუმცა 2006 წლის შემდეგ რამდენიმე წელი ბაზარს სხვადასხვა ადამიანები მაინც აკონტროლებდნენ. გამყიდველთა თქმით, იმ წლებში ადგილის გადასახადის აკრეფა ხდებოდა.

სახელმწიფო საკუთრების დეპარტამენტის ახალციხისა და ახალქალაქის განყოფილებებში არ გვიპასუხეს კითხვებზე, როდემდე უნდა იყოს ბაზარში ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა, რატომ არ არის რეგისტრაცია ან პასუხისმგებელი პირი.

ქალაქ ახალქალაქში არის კერძო, კეთილმოწყობილი ბაზარი, რომელიც მსურველი მყიდველებისა და გამყიდველების მისაღებად მზადაა. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ის ჯერ ცარიელია. კერძო ბაზრის ხელმძღვანელობის თქმით, ბაზრის ქუჩიდან გამყიდველების გადაყვანის ორგანიზება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს.

თუმცა თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები ბაზრის ბედზე არაფერს ამბობენ, რასაც იმით ასაბუთებენ, რომ არც ტერიტორია და არც პასუხისმგებლობა ბაზართან დაკავშირებით მათ არ ეკუთვნით.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზარში ელემენტარული პირობები არ არის

დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში
ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს