FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.06.2020
ახალციხის ბაზარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ იცავენ. სავაჭრო ობიექტში მყიდველების და გამყიდველების ნაწილს პირბადეები არ უკეთიათ, ყოველდღიურად არც თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან

ახალციხის ბაზარი ხუთ მაისს იმ პირობით გაიხსნა, რომ სავაჭრო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნებოდა დაცული, ამ საკითხის მოგვარების მიზნით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ახალციხეში ორჯერ იმყოფებოდა.

ოთხ ივნისს „სამხრეთის კარიბჭემ“ დააფიქსირა არაერთი ფაქტი, სადაც ჩანს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გამყიდველების და მყიდველების ნაწილს პირბადე არ უკეთიათ, არ მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

„მაქვს პირბადე, უბრალოდ ძალიან ცხელა და ვიხსნი ხოლმე, მყიდველი რომ მოდის ვეუბნებით, რომ დისტანცია უნდა დაიცვას მაგრამ არ ესმით”, - ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.

ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორი შესასვლელიდან მოქალაქეები ისე შედიან და გამოდიან, რომ თერმოსკრინინგი არ უტარდებათ.

ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი გვეუბნება, რომ ცდილობენ დაიცვან უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან თავად მოსახლეობა არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს.

„თერმოსკრინინგს ისევ ვატარებთ. არაა მოხსნილი ეგ რეგულაცია, სადეზინფექციო ხსნარებსაც ვიყენებთ. უბრალოდ ხალხი გვიწევს წინააღმდეგობას. საეჭვოებს ვუტარებთ ხოლმე თერმოსკრინინგს. დილით მანქანები რომ შემოდიან, ჩვენს თანამშრომელბსაც ყველას ვუტარებთ, ჟურნალსაც ვაწარმოებთ. ქალაქის მოსახლეობა რომ მოდის სიმართლე გითხრათ უკმაყოფილოა, სულ არ მოვალთო გვეუბნებიან“, - ამბობს ქართველიშვილი, თუმცა როგორ ხვდებიან ვინ არის „საეჭვო“, ვისაც თერმოსკრინინგს უტარებენ, არ განუმარტავს.

მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ხუთ მაისს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმებს, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეებთან ერთად ახალციხის მერიის თანამშრომლებიც დაიცავდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, რომ ბაზარში მონიტორინგს ისევ აწარმოებენ, თუმცა ისეთი სიხშირით ვეღარ ახერხებენ.

„ჩვენც ვახორციელებთ მონიტორინგს, ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში იქ იყო ხოლმე და ფოტომასალაც გვაქვს როგორ იცავდნენ ყველაფერს. მას შემდეგ, რაც ამდენი ობიექტი გაიხსნა, მათ შორის სოფლებშიც, ბაზარში სულ ვერ ვართ. ამ ამბით დავინტერესდებით“, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ.

ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ბაზარი დაკეტილი იყო, მუშაობდა მხოლოდ რამდენიმე მაღაზია.

5 მაისიდან კი ობიექტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის ერთ–ერთი რეკომენდაცია ის იყო, რომ ბაზარში მიუსაფარი ცხოველები არ უნდა შესულიყვნენ, ამისთვის ტერიტორია ბეტონის ფილებითაც შემოიღობა თუმცა, ცხოველები სავაჭრო ობიექტზე შესვლას მაინც ახერხებენ.

ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან

ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან

ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან

ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ
‘მოქალაქეები თერმოსკრინინგსა და პირბადეების გაკეთებაზე უარს აცხადებენ’ – ბაზრის თანამშრომლები
ახალციხის ბაზარმა ყველა რეკომენდაციის შესრულება ვერ შეძლო
ახალციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმყოფება
‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი
ვფიქრობთ ახალციხის ბაზარი ორშაბათიდან გაიხსნება – სოლომონ პავლიაშვილი
‘ჯერ ბაზარში ნაკადის დარეგულირებაში დაეხმარნენ, მერე დააჯარიმეს’ – ადვოკატი პოლიციელებზე