FM97.5 / LIVE

ახალციხეში 'ბოლო ზარი' ავტოავარიით დასრულდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 28.05.2014
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ავტოავარიაში მოყვნენ. შემთხვევის შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ახალციხეში 'ბოლო ზარი' ავტოავარიით დასრულდა
შემთხვევა, გუშინ, 27 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ იზეიმეს და სკოლის დამთავრებას ახალციხის "პიცერიაში" აღნიშნავდნენ. შენობიდან გამოსულები კი მსუბუქი ავტომანქანით სატვირთო ავტომობილს შეეჯახნენ. ავტომანქანაში სამი ახალგაზრდა იჯდა, დაზიანება ორმა მიიღო.

სასწრაფო დახმარების სამსახურის მორიგე ექიმის ნინო კაპანაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისულებს ორივე ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში დახვდათ: „ორივე მათგანს ჰქონდა ტრამვული შოკი, ერთს ჰქონდა ჭრილობები ყელის არეში. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ გადავიყვანეთ“.

„უნიმედი სამცხეს“ მიმღებ – ამბულატორიული განყოფილების გამგის, ნინო მანველიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო, დიაგნოზი იყო ტრამვული შოკი, კისრის წინა ზედაპირის დიდი ზომის ნაფლეთოვანი ჭრილობა ჰქონდა. კატასტროფის მედიცინის ცენტრით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჩვენ ვიცით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მეორე ახალგაზრდის მდგომარეობაც ანალოგიურად იყო კრიტიკული, იყო ტრამვული შოკი, გულმკერდის დახურული ტრამვა და მუცლის ღრუს ტრამვა. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ამ დროისთვის პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

ახალგაზრდების დამრიგებლის თქმით, შემთხვევა მოულოდნელად მოხდა: „პიცერიაში აღვნიშნავდით სკოლის დამთავრებას, რამდენიმე მშობელიც გვახლდა. სიმშვიდე იყო, არანაირი არეულობა არ ყოფილა, უბრალოდ, ჰაერზე გავიდნენ ახალგაზრდები და ამ დროს მოუხდათ ეს შემთხვევა“.

მომხდარის შესახებ კლასის დამრიგებლისგან შეიტყო პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მაკა ჯანაშვილმა: „მათთან ერთად მე არ ვყოფილვარ, მშობლები ახლდნენ, ბოლო ზარი რომ დამთავრდა, საქეიფოდ იყვნენ წასული. ზუსტად რა მოხდა ჩემთვისაც უცნობია. ეს ამბავი მასწავლებლებისგან გავიგე. ამ დრომდე არავინ დამკავშირებია, არც დაშავებულების მშობლები“.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით იძიებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება
ბოლო ზარზე ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მოქალაქე დაშავდა
ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ
ავარია ვარძიის გზაზე – დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე
ავარია საბარგო სადგურზე – დაშავებულია 4 ადამიანი [Photo]
ახალციხის სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარზე ავარიაში მოყვნენ