FM97.5 / LIVE

გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება

მთავარისაზოგადოება 19.02.2013
გუშინ გვიან ღამით გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება
როგორც ’უნიმედი-სამცხე’ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში განგვიმარტეს, მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა გარდაცვლილის მეუღლესაც. მის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. იგი საავადმყოფოდან დღეს, დილით, 11:00 საათზე გაწერეს.

გუშინ გვიან ღამით მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალციხის სასწრაფო დახმარების სამსახურში შეტყობინება 112-დან, 22:45 საათზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე გასულ ბრიგადას ერთი გარდაცვლილი და ერთი გაზით მოწამლული დახვდა.

როგორც სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმი ეთერ ყულიჯანიშვილი ამბობს, ადგილზე მისულებს კარი შემტვრეული დახვდათ. მოწამლული აღმოჩნდა მესამე პიროვნებაც [გარდაცვლილის ცოლი], რომელიც იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

- „ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, - ამბობს ეთერი ყულიჯანიშვილი.

გარდაცვლილი პიროვნება პროზექტურაში გადაასვენეს.

- „სასწრაფომ შემოიყვანა გაზით მოწამლული ორი პაციენტი. ხოლო მესამე გარდაცვლილი გადაიყვანეს პროზექტურაში. ორი პაციენტიდან ერთი უკვე გაწერილია ბინაზე, რომელსაც ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, მესამე პაციენტი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მისი მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს ’უნიმედი სამცხეს’ მიმღებ-ამბულატორიული განყოფილების გამგე ნინო მანველიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გურკელის სკოლაში თხევადი გაზით მოსწავლეები მოიწამლნენ
გაზით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპული 32 წლის მამაკაცია
გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა
ახალქალაქში გაზით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოწამლულია
ახალციხეში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა