FM97.5 / LIVE

დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

მთავარისიახლე, განათლება 22.05.2018
დღეს, 22 მაისს მე–12 კლასელებმა გამოსაშვები გამოცდები ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს. ქალაქ ახალციხის სკოლებში გამოცდებზე 339 მოსწავლე გავიდა.

დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

ისტორიის გამოცდაზე ყველა მეთორმეტე კლასელი გავიდა, ხოლო ფიზიკა იმ მოსწავლეებმა ჩააბარეს, რომლებიც წინა წელს ჩაიჭრნენ.

ქალაქის ექვს სკოლაში გამოცდაში შვიდი მოსწავლე ჩაიჭრა.

„ისტორიაში დიდი მასალაა და არ იყო ადვილი ჩასაბარებელი. მოცემული იყო ქრონოლოგიები, ასევე მოვლენა და უნდა განგვესაზღვრა ვის ეხებოდა და რომელ პერიოდში მოხდა. ვფიქრობ, რომ თუ მასწავლებელს უსმენდი და თუ ერთხელ მაინც წაგიკითხავს,ბარიერს გადალახავდი“,–ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე ანა გეწაძე.

ბარიერის გადალახვა არ გაჭირვებია მარიამ დევნოსაძესაც: "09:00 საათზე შევედი და ძალინ ვნერვიულობდი, თუმცა ვფიქრობ, რომ ნორმალურად დავწერე. საშუალო სირთულის იყო. კითხვები ძირითადად უახლესი ისტორიიდან შემხვდა“.

ორივე გამოცდის შედეგი ქალაქის სკოლებში ასეთია:

N1 საჯარო სკოლაში ბარიერი გამსვლელმა 83–ვე კურსდამთავრებულმა გადალახა;
N2 საჯარო სკოლაში 37 მონაწილედან მხოლოდ ორი ჩაიჭრა;
N3 საჯარო სკოლაში 77–დან მხოლოდ 2 ჩაიჭრა;
N5 საჯარო სკოლაში 97 მონაწილედან ბარიერი სამმა ვერ გადალახა;
N6 საჯარო სკოლაში 31–დან მხოლოდ ერთი ჩაიჭრა;
„მზექას“ კერძო სკოლაში 14–ვე კურსდამთავრებულმა გადალახა ბარიერი;

ხვალ, 23 მაისს მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას მათემატიკასა და ფიზიკაში ჩააბარებენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში
უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
ქალაქ ახალციხის სკოლებიდან ბიოლოგიაში 6 მოსწავლე ჩაიჭრა