FM97.5 / LIVE
სტიქიამ მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა

სტიქიამ მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა

მთავარიეკონომიკა 19.07.2012
ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ ახალციხის მუნიციპალიტეტის 18 სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზარალდა ასპინძის მუნიციპალიტეტიც. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

სტიქიამ მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა

ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა გუშინ ღამით, 12 საათზე დაიწყო და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის სეტყვა არ ახსოვთ.

- ”კვერცხისა და კაკლისხელა სეტყვები ცვიოდა, კუთხიანი, მინებს როგორც კი ხვდებოდა, ამსხვრევდა. ხეხილს და ნათესებს რაღას უზამდა”, - ამბობს ახალციხეში ჭყონდიდელის ქუჩაზე მცხოვრები ვენერა ივანიძე.

სეტყვის შედეგად დაზიანდა არამხოლოდ ხეხილი და ნათესები, არამედ სახლების სახურავები და მანქანები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის განმარტებით, 5 სოფელში საშუალო სიმძიმის ზარალია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დანარჩენ 13 სოფელში.

- ”პირველ ეტაპზე იმ სახლების აღწერა მიმდინარეობს, რომელთაც სახურავები დაუზიანდათ და სასწრაფოდ ესაჭიროება აღდგენა. შემდეგ ნათესების მდგომარეობას შევისწავლით. ზარალის შემსწავლელი კომისია უკვე მუშაობს”, - ამბობს იგი.

ახალციხის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოსავლის 80 პროცენტი განადგურებულია.

- ”მთლიანად მიწასთან გასწორდა ბოსტნეული კულტურები და კარტოფილი, აღარ გამოდგება. სიმინდი თუ გადარჩა, მაგრამ ეგეც მხოლოდ ღეროები დატოვა. ვენახი და ხეხილი სულ ძირს ჩამოიტანა”, - ამბობს ახალციხეში ახპინძის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგ სუდაძე.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა ქალაქი ვალე. ვალის რწმუნებულის გელა გოზალიშვილის თქმით, მთლიანად განადგურებულია ნათესები და დაზიანდა თითქმის ყველა ის სახლი, რომელსაც ”აზბესტის” სახურავი აქვს.

- ”ამ წუთებში დავდივართ კარდაკარ და შედეგებს ვათვალიერებთ. რა ოდენობის ზარალია წინასწარ თქმა ძნელია”, - ამბობს იგი.

სტიქიის გამო წუხელ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს. თუმცა, როგორც ”ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალციხის სერვის-ცენტრის მენეჯერი ზურაბ მამუკაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია: ”ავარიულად გამოირთო სოფლები, მაგრამ უკვე ყველა დაზიანება აღდგენილია და ელექტროენერგია ყველა სოფელს მიეწოდება”.

ასეთი ძლიერი სეტყვა ამ ზაფხულს ახალციხეში მეორედ მოვიდა. ადგილობრივებს ნათესების გამოცოცხლების იმედი აღარ აქვთ და ღარიბ შემოდგომას პროგნოზირებენ.

სეტყვის გროვები ქალაქში ამ დრომდე რჩება. ამ წუთებში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის ქუჩებს სტიქიის ნარჩენებისგან ასუფთავებენ.

(რამდენიმე წუთში ”სამხრეთის კარიბჭე” სტიქიის მასშტაბების ამსახველ ფოტორეპორტაჟს შემოგთავაზებთ)

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
ძლიერი სეტყვა სოფელ ანში
ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]
ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აწყური მეორედ დაისეტყვა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა