FM97.5 / LIVE

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა

მთავარიეკონომიკა 03.07.2012
ძლიერმა სეტყვამ ადიგენის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ნათესები გაანადგურა. გლეხებს მოვარდნილმა წყალმა სახლები და ძროხის სადგომებიც დაუზიანა

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ლელოვანში, კახარეთსა და იმერთუბანში სეტყვა გუშინ დაახლოებით 17:00 საათისთვის დაიწყო და ოც წუთს გაგრძელდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სეტყვის შედეგად მოსავლის 90% განადგურდა.

-”სიმინდი, ლობიო, პომიდორი და ხეხილი ისე გაასწორა მიწასთან, რომ იქიდან აღარაფერი გადარჩება. მარტო კარტოფილი დარჩა მიწაში”, - გვითხრა კახარეთში მცხოვრებმა ფოლად სურმანიძემ.

ლელოვნელების თქმით, წელს ასეთი ძლიერი სეტყვა მესამედ მოვიდა.

-”პირველად ერთი თვის წინ, კვერცხის ოდენა სეტყვა მოვიდა, მაშინ ჯერ კარტოფილი, სიმინდი და ლობიო ამოსული არ იყო, ამიტომ ნათესები ნაკლებად დააზიანა. ამჯერად ყველაფერი ამოსული იყო და ბოლომდე გაანადგურა კიდეც”, - ამბობს სოფელ ლელოვანის მკვიდრი ეკა ჩირგაძე.

სეტყვას თან ძლიერი წვიმა ერთვოდა, ლელოვანში წყალი სახლებში და ძროხის სადგომებში შევარდა.

-”წყალი სახლებში, საღორეებში და საქათმეში შემოგვივარდა. იმხელა ნიაღვარი მოდიოდა გარეთ ვერ გამოვდიოდით”, - გვიყვება ლელოვნელი ცირა წითაშვილი.

ადიგენის მუნიცპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას დახმარებას არ დაჰპირებია: ”ზარალს დავითვლით და გადავცემთ თბილისს, რა როგორ ანაზღაურდება არ ვიცი”.

პარუნაშვილის განცხადებით, კომისია მუნიცპალიტეტის გამგეობაში გუშინვე შეიქმნა: ”ჯერ ზარალი ბოლომდე არ დაგვითვლია. ამ დრომდე არც განცხადება შემოსულა გამგეობაში იმის შესახებ, რომ ვინმეს რაიმე დაუზიანდა. ყველაზე მეტად ნათესები განადგურებული იმერთუბანშია, სხვა სოფლებში სტიქიას ზიანი მნიშვნელოვნად არაფრისთვის მიუყენებია”.

[ოთარ აწყურელი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები
ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ადიგენში ორი სოფელი დაისეტყვა
სტიქიამ მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა