FM97.5 / LIVE

ახალციხესთან ახლოს მანქანა ხევში გადავარდა

მთავარისაზოგადოება 18.07.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან, 40 მეტრის სიმაღლიდან, "გოლფის" მარკის ავტომობილი გადავარდა. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ახალციხესთან ახლოს მანქანა ხევში გადავარდა

შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. ”გოლფის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.

ამოტრიალებული მანქანის გასწორებას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანმშრომლები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

”მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდა. ავტომობილში სამნი ისხდნენ. მგზავრები სასწაფომ წაიყვანა. ამწე ამოათრევს მანქანას, შემდეგ ევაკუატორზე დადებენ და წაიღებენ”, - გვიხსნის საგანგებო სიტუაციების მართვის სასმახურის სპეციალისტი ზვიად დეკანოიძე.

ავტომანქანაში მსხდომები: თეიმურაზ ზედეგინიძე და თემურ კაპანაძე, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

”ზედგინიძეს აქვს მარცხენა მხრის ზედა მესამედში მრავლობითი ჭრილობები, თუმცა, ჭრილობები ღრმა არ არის. ასევე მტევნის არეში ექსკორეაციები აქვს”, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მორიგე ქირურგი კობა გრიგალაშვილი.

რაც შეეხება კაპანაძეს, ჭრილობა აქვს მარცხენა მტევნის არეში.

”დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება”, - აცხადებს ქირურგი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბენარასთან მანქანა ხევში გადავარდა [ფოტო]
ახალციხეში მანქანა ხევში გადავარდა
სოფელ მინაძესთან ავტომობილი ხევში გადავარდა
ხერთვისთან მანქანა ხევში გადავარდა–არიან დაშავებულები
ბორჯომთან ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა
უბედური შემთხვევა ტბაზე
ვალესთან მანქანა ხევში გადავარდა