FM97.5 / LIVE

ხერთვისთან მანქანა ხევში გადავარდა–არიან დაშავებულები

მთავარისიახლე, შემთხვევა 03.07.2017
ასპინძაში, სოფელ ხერთვისთან მსუბუქი მანქანა ხევში გადავარდა, შემთხვევის შედეგად ხუთი პირი დაშავდა. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხერთვისთან მანქანა ხევში გადავარდა–არიან დაშავებულები
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 3 ივლისს დილით მოხდა. ადგილობრივების განმარტებით მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

მანქანაში ხუთი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

დაშავებულები პირველად ასპინძის სამედინიცო დაწესებულებაში მიიყვანეს, შემდეგ კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩვენ ქირურგიული სტაციონარი არ გვაქვს და მაშინვე გადაიყვანეს ახალციხის კლინიკაში. სამი ქალი, ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცი შემოიყვანეს. აქედან ორი ქალის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენს სამს კი უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ“, – განაცხადა ასპინძის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა მანანა ცინაძემ.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხერთვისთან  ავარიის  შედეგად დაშავებულები ერევანში გადაყავთ
ვალესთან მანქანა ხევში გადავარდა
სოფელ ბენარასთან მანქანა ხევში გადავარდა [ფოტო]
სოფელ მინაძესთან ავტომობილი ხევში გადავარდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად 20 წლის ბიჭი დაშავდა
ბორჯომში ქვეითებს ავტომანქანა დაეჯახა, დაშავებულები არიან მცირეწლოვანები
ახალციხეში მანქანა გზიდან გადავარდა – არიან დაშავებულები