FM97.5 / LIVE

დიპლომატიური კორპუსისთვის სამცხე-ჯავახეთში შემეცნებითი ტური ეწყობა

მთავარიპოლიტიკა 22.05.2014
24-25 მაისს, სამცხე–ჯავახეთს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრებიან. საინფორმაციო-შემეცნებითი ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ეწყობა.

დიპლომატიური კორპუსისთვის სამცხე-ჯავახეთში შემეცნებითი ტური ეწყობა
ღონისძიების ფარგლებში, დიპლომატები შეხვდებიან რეგიონის ხელმძღვანელობას; ეწვევიან ცალკეულ ქალაქებსა და დაბებს და მოინახულებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

ტური 24 მაისს, შაბათს, 8:00 საათზე დაიწყება. ამ დღეს დიპლომატები ბორჯომის პარკს, რომანოვების სასახლეს და ახალციხის ციხეს მოინახულებენ. 24 მაისი კონცერტით დასრულდება. კონცერტი 22:00 საათზე ახალციხის ციხეში გაიმართება. მეორე დღეს, 25 მაისს, კვირას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ვარძიასა და ფოკას ესტუმრებიან.

შემეცნებითი ტურის მიზანი დიპლომატებისთვის რეგიონის უკეთ გაცნობაა. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის მხარის შესაძლებლობების წარმოჩენას, რაც საშუალებას მისცემს დიპლომატებს მეტი ინფორმაცია მიიღონ რეგიონის კულტურული მახასიათებლების, მისი ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნების ელჩებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყონ შესაბამის ქვეყნებში საქართველოთი დაინტერესებული საზოგადოება, მათ შორის, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ტურში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ელჩები.

გასული წლის ოქტომბერში, მსგავსი ტიპის ტური, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კახეთის რეგიონში მოაწყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონს დიპლომატიური კორპუსი სტუმრობს
დიპლომატიური კორპუსის პირველი დღე სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები ესტუმრნენ
ინფო-ტური ახალციხის ციხეში
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ
ბორჯომის ოპოზიციონერი დეპუტატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ხვალ, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება