FM97.5 / LIVE

დიპლომატიური კორპუსის პირველი დღე სამცხე–ჯავახეთში

მთავარიპოლიტიკა 24.05.2014
ბორჯომი – ცენტრალური პარკი, რომანოვების სასახლე და ახალციხე – ახალციხის ციხე – სამცხე–ჯავახეთს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი:40–მდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი სტუმრობს.

დიპლომატიური კორპუსის პირველი დღე სამცხე–ჯავახეთში
ელჩების ნაწილი შემეცნებით ტურში ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილ ტურს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს.

„ორდღიანი დიპლომატიური ტურის პირველი დღის კულტურული პროგრამა სრულდება აქ, რაბათის კომპლექსში. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავად ამ კომპლექსმა და ასევე მუზეუმმა. პირველად გახლდით აქ და აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით, რაც ვნახეთ. ელჩები კმაყოფილები არიან. მათთვის ეს პირველი მოგზაურობაა ამ რეგიონში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

დიპლომატიური კორპუსის პირველი დღე სამცხე–ჯავახეთშიშემეცნებითი ტური რეგიონში ბორჯომიდან დაიწყო. თავდაპირველად დელეგაცია ბორჯომის პარკს ესტუმრა, სადაც მათთვის სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. მოგვიანებით ლიკანში, რომანოვების სასახლე დაათვალიერეს.

დიპლომატებისთვის ლიკანში გამართულ მიღებას, რეგიონში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

ბორჯომიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ახალციხეში გადაინაცვლეს. აქ მათ რაბათის ისტორიული კომპლექსი მოინახულეს.

დიპლომატიური კორპუსის პირველი დღე სამცხე–ჯავახეთში „ნამდვილად კარგი აზრია გააცნოთ ელჩებს საქართველო. მინდა გითხრათ, რომ რაბათში ვარ მეორედ, თუმცა არასდროს არ არის საკმარისი მოხვიდე და დაათვლიერო. თურქეთისა და საქართველოს ისტორია აქ რაღაცნაირად ირევა ერთმანეთში“, - ამბობს თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანი.

დღესვე დიპლომატებისთვის ახალციხის ციხეში კონცერტი გაიმართება. კონცერტი ქვედა ციხეში, ღია ცის ქვეშ, 22:00 საათზე დაიწყება.

დიპლომატიური კორპუსის პირველი დღე სამცხე–ჯავახეთში დიპლომატების საინფორმაციო-შემეცნებითი ტური ხვალ დასრულდება. ხვალ ელჩები ასპინძასა და ნინოწმინდაში გაემგზავრებიან და ვარძიისა და ფოკის მონასტრებს მოინახულებენ.

დიპლომატებისთვის საინრომაციო-შემეცნებითი ტური საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო. ტურის მიზანი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობაა.

[თინათინ ზაზაძე,
მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დიპლომატიური კორპუსისთვის სამცხე-ჯავახეთში შემეცნებითი ტური ეწყობა
რეგიონს დიპლომატიური კორპუსი სტუმრობს
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ახალციხეს საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილე ესტუმრა [Video]
სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა[R]
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
ბორჯომის ოპოზიციონერი დეპუტატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ