FM97.5 / LIVE

ინფო-ტური ახალციხის ციხეში

მთავარისაზოგადოება 10.09.2012
ახალციხის ციხეს დღეს 12 ტურისტული კომპანია ესტუმრა. შეხვედრა ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინიციატივით შედგა. მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც.

ინფო-ტური ახალციხის ციხეში

”ჩვენი მიზანია ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობა, რათა მომავალი სეზონიდან დაიგეგმოს ტურები, ტურპაკეტებში ჩაისვას ახალციხის ციხე. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ სხვადასხვა კომპანიები, რათა გაცნობოდნენ ციხეში არსებულ ინფრასტრუქტურას და საინფორმაციო ბაზას”, - გვიხსნის ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას გეგმავენ.

”ეს არის მშვენიერი კომპლექსი, რომელიც საინტერესო იქნება ნებისმიერი ტურისტისთვის. სასურველი იქნება გაკეთდეს მინიშნებები ციხის ტერიტორიაზე და მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლება”, - ამბობს ასოციაცია ”ელკანას” პროგრამის მენეჯერი თამაზ დონდუა.

კომპანიის წარმომაგნელების თქმით, ტურისტების მოსაზიდად კარგი იქნება თუ მოეწყობა რელიგიური და კულტურული ტურები. მათივე განცხადებით, რეგიონის საზღვრისპირა მდებარეობა მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოელი ტურისტების რაოდენობას.

ახალციხის ციხის კომპლექსის პოპულარიზაციის მიზნით ააიპ „ახალციხის ციხესა“ და „ელიტ ტურს“ შორის ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა უზრუნველყონ ტურების დაგეგმვა და ტურისტების მოზიდვა სამცხე-ჯავახეთში.

საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ახალციხის ციხეს გახსნიდან დღემდე 50 000 ვიზიტორი ესტუმრა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
“ახალციხის ციხეს“  2017 წელს 141 591 ვიზიტორი ჰყავდა
ახალციხის ციხეს 2019 წელს 159 828 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო
ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
ციხის ტერიტორიაზე დღეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც  გაიხსნება
ახალციხის ციხეში შემცირებები იწყება