FM97.5 / LIVE

ახალციხეს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები ესტუმრნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 07.05.2019
ახალციხის ციხეს დიდი ბრიტანეთიდან ელჩები, ასევე, პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები ეწვივნენ. დიპლომატიური ტური გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ დაგეგმა.

ახალციხეს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები ესტუმრნენ

30 დიპლომატის რეგიონში ვიზიტის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, ქართული სამზარეულოსა და ღვინის, ასევე, ტურისტული ძეგლების გაცნობაა. სამცხ–ჯავახეთში მათ ჯერ ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანა და ისტორიული პარკი ნახეს, დღეს, შვიდ მაისს კი ახალციხის ციხე დაათვალიერეს.

დიპლომატებს შორის არიან გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტირებული და ყოფილი ელჩებიც. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი და საქართველო-ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელი პოლ ფარლი ქალაქ ნიუკასლიდან: „ჩემთვის როგორც ინგლისის ახალციხელისთვის დიდი სიამოვნებაა ვსტუმრობდე საქართველოს ახალციხეს. იაპონიაში, ამერიკაში, კანადაში, გერმანიაში ასევე არის ახალციხეები, აქაურებს ქალაქში ფანტასტიიური ციხე გაქვთ, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ყველა ახალციხელი აქ შევიკრიბებით“.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ვიზიტის მიზანი როგორც კულტურულ, ასევე, ეკონომიკურ ჭრილში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაა: „ეს ტური სახალხო დიპლომატიის არაჩვეულებრივ მაგალითს წარმოადგენს, მეორეს მხრივ კი ამას სერიოზული პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, დიპლომატებთან ერთად საოკუპაციო ხაზსაც ვეწვევით“.

დიპლომატები საქართველოში ხუთ მაისს ჩამოვიდნენ. მათ უკვე ნახეს თბილისი, ყვარელი და ქუთაისი. ელჩები და პალატის წევრები ქვეყანაში 11 მაისამდე დარჩებიან, მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტს და პატრიარქსაც შეხვდებიან.

ახალციხეს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები ესტუმრნენ

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში დიდი ბრიტანეთის ელჩი იმყოფება
ახალციხეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი ეწვევა
ახალი ამბები - 8 მაისი [აუდიო]
ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხის უნივერსიტეტში
დიპლომატიური კორპუსისთვის სამცხე-ჯავახეთში შემეცნებითი ტური ეწყობა
‘მსურს კავშირები გავაღრმაოთ’ - დიდი ბრიტანეთის ელჩი ახალციხეში
დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში დასრულდა