FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2018
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეგიონის გუბერნატორის, კახა სამხარაძის ინიციატივით დაგეგმილ პროექტში ჩაერთვებიან და მასთან ერთად ტურისტულ ობიექტებს, ასევე ისტორიულ ძეგლებს მოინახულებენ.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ

რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, ტური 11 ივნისს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურისტულ მარშრუტში შედის: საფარის მონასტერი, ოხერასა და მაჭიხეთის ეკლესიები, მუსხის სკოლა–მუზეუმი, აგარის მონასტერი, სოფელ ხეოთში წმ. ბარბარეს ეკლესია, სოფელ წინუბანში ბიეთის მონასტერი, აწყურში სლესის ციხე, აწყურის ციხე და მონასტერი.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის ინფორმაციით, ექსპედიციის მიზანია, ახალგაზრდები რეგიონის ღირსშესანიშნაობებს გუბერნატორთან ერთად გაეცნონ და არსებული ტურისტული პოტენციალი შეაფასონ.

"გარდა ძეგლების დათვალიერებისა, ტურის ფარგლებში მოხდება ისტორული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება, ასევე ყველა ლოკაციაზე გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება, მოისმენს პრობლემურ საკითხებს და ერთად იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე", – აცხადებენ გუბერნიაში.

ტურში მონაწილეობას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაახლოებით სამოცი სტუდენტი და პროფესორები მიიღებენ. ასევე პროექტში ჩაერთვებიან სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი.

ექსპედიციის წევრები 11 ივნისს, ღამით ურავლის ხეობაში დარჩებიან, მეორე დღეს კი ტურისტულ მარშრუტს გააგრძელებენ. ორ დღიანი ტური ახალციხის ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე, 12 ივნისს დასრულდება და საზეიმო დახურვა გაიმართება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ
სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო
გიორგი კვირიკაშვილმა საფარის მონასტერი მოილოცა
‘დაუსრულებელი’ ექსპედიცია