FM97.5 / LIVE

სამართლიანი არჩევნების შეფასებით ახალციხის ოლქში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა

მთავარიარჩევნები 02.10.2012
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, არჩევნებმა ყველაზე მშვიდად ახალციხის ოლქში ჩაიარა. ამის შესახებ ”სამართლიანი არჩევნების” სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის კოორდინატორის ნინო ბიბილეიშვილი საუბრობს

სამართლიანი არჩევნების შეფასებით ახალციხის ოლქში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა

ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის კოორდინატორის ნინო ბიბილეიშვილის თქმით, ორგანიზაციას ახალციხის ოლქის უბნებზე საჩივრები არ დაუწერია. შედარებით მეტი დარღვევა დაფიქსირდა #40 ახალქალაქის ოლქში, წვრილმანი დარღვევები იყო ასპინძაშიც.

”ახალქალაქში, მე-9 უბანზე, ალასტანში, არ ხდებოდა მარკირება, პირადობის გარეშე ხდებოდა ხმის მიცემა, კომისიის წევრები თვითონ ხაზავდნენ ბიულეტენს. როცა საჩივრის დაწერა გადავწყვიტეთ, ზეწოლა იყო ჩვენს დამკვირვებელზეც. შემდგომ ჩვენი მობილური ჯგუფი ავიდა და მოვითხოვეთ უბნის გაბათილება”, - ამბობს იგი.

რაც შეეხება ასპინძას, ბიბილეიშვილის თქმით, მათ საჩივარი დაწერეს იმ ფაქტზე, რომ სოფელ ხიზაბავრაში კომისიის წევრი ამომრჩეველს არ უკეთებდა მარკირებას: ”მას ისეც მიღებული ჰქონდა გაფრთხილება და საჩივრის შემდგომ უფლებამოსილება შეუჩერდა”.

ბიბილეიშვილის თქმით, ზოგადად, მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის, ახლციხეშიც უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობაზე გაცილებით ნაკლეი ბიულეტენები იყო. გარდა ამისა, ბევრი უბანი პატარა ოთახში იყო განთავსებული, რაც დამკვირვებლებს პროცესის სრულყოფილად დაკვირვების საშუალებას არ აძლევდა.

”ახალციხეში სერიოზული დარღვევები არ ყოფილა”, - განაცხადა ნინო ბიბილეიშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე–ადიგენის ოლქში ოთხი საჩივარი შევიდა
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა
'საერთაშორისო გამჭვირვალობამ' 50-მდე დარღვევა დააფიქსირა
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში საჩივრები დაწერეს
'მრავალეროვანი საქართველოს' დაფიქსირებული დარღვევები ჯავახეთში