FM97.5 / LIVE

„ოცნების“ გამგებლობის კანდიდატებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 09.05.2014
წინასაარჩევნო პიარი ბიუჯეტის თანხით თუ პირნათლად შესრულებული სამსახურეობრივი მოვალეობა; ასპინძასა და ადიგენში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატებმა, რომლებიც ასევე მოქმედი გამგებლები არიან, ვეტერანებს საჩუქრები გადასცეს.

„ოცნების“ გამგებლობის კანდიდატებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
„ოცნების“ გამგებლობის კანდიდატების საჩუქრები ვეტერანებს

დღეს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ 50-50 ლარი ხელზე გადასცა და სპეციალურად მოწყობილ სადილზე მიიწვია. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ კი მათ ფაშიზმზე გამარჯვება შამპანურითა და შოკოლადით მიულოცა. რაც შეეხება ფულად თანხას, როგორც ცაბაძე ამბობს, ყველა ვეტერანს დაჰპირდა, რომ ერთჯერადად 250 ლარი საპენსიო ბარათებზე დაერიცხებათ.

ადიგენში 16 ვეტერანია, თუმცა, სკვერში მოწყობილ საზეიმო ცერემონიას მხოლოდ 8 დაესწრო.

„ერთ-ერთ მათგანს 100 წლის ვეტერანს არალში პირადად ვესტუმრე და გადავეცი 50 ლარი“, - ამბობს ზაქარია ენდელაძე და ამატებს, რომ თანხა აღნიშნული ღონისძიებისა და ერთჯერადი დახმარებისთვის ბიუეჯტში წინასწარ იყო გაწერილი.

საჩუქრების პირადად გადაცემა 3 ვეტერანთან მოუხდა ლევან ცაბაძეს. ასპინძის მუნიციპალიტეტში 10 ვეტერანიდან კულტურის სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე 7 მივიდა.

„სახლში ვისთანაც მივედი, გადავეცი შამპანური, შოკოლადი, მისალოცი ბარათი და ვაცნობე, რომ საპენსიო ბარათზე დაუჯდებოდათ ფული, 250 ლარი“, - გვიხსნის ცაბაძე.

მისი თქმითაც, თანხა, რომელიც ვეტერანებს დაერიცხებათ, ბიუჯეტში თავიდანვე იყო გათვალისწინებული. რაც შეეხება საჩუქრებს, ცაბაძის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი გვიხსნის, რომ ეს თანხა წარმომადგენლობითი ხარჯისთვის გაწერილი მუხლიდან გამოიყენეს.

„ამ ფულს ძირითადად „შოთაობისთვის“ ვხარჯავთ ხოლმე, მაგრამ დღეს 9 მაისის ღონისძიებისთვის მოვაკელით ცოტა“, - გვითხრა პაპაშვილმა.

ზაქარია ენდელაძე: „ვერავინ ჩამითვლის ამას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად“

„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატად ლევან ცაბაძე 5 მაისს წარადგინა, ადიგენის მუნიციპალიტეტში ზაქარია ენდელაძე კი 6 მაისს. ამ დროისთვის ორივე მათგანი მოქმედი გამგებელიცაა, კანონი აძლევთ ამის უფლებას და შვებულებაში გასვლას არც ჩქარობენ.

კითხვაზე, აღიქმება თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვად, დასახელებული საარჩევნო კანდიდატის მიერ, ფულისა და ფასიანი საჩუქრების ვეტერანებისთვის გადაცემა, ენდელაძე გვპასუხობს: „ინდივიდუალურად შეიძლება ეს ასეც იფიქროს ვინმემ, მაგრამ სამართლებრივად კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვარ და ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას. არ ჩამიტარებია რაიმე საარჩევნო პროპაგანდა. ამიტომ ვერავინ ჩამითვლის ამას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში“.

იურისტების შეფასებით, კანდიდატები არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ

გამგებლების ქმედება, რომ კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ამაზე საარჩევნო საკითხებში ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც საუბრობენ. თუმცა, მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ, რადგან, როცა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეა საუბარი, არ არის აუცილებელი კანონი დაირღვეს.

მათი განცხადებით, როცა არათანაბარ პირობებში არიან კანდიდატები, ეს უკვე დარღვევაა და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვა არ არსებობს, გამგებლები შვებულებაში მაინც უნდა გასულიყვნენ: „თუ ამის საშუალებას, მაგალითად ტენდერები არ აძლევთ, მაშინ მსგავს ღონისძიებებში მაინც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ეს არის ძალიან ცუდად გამოყენება კანონის რეგულაციის. ეს არის ერთგვარი ხრიკი და ფანდი. ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, თუმცა არა კანონის დარღვევის ხარჯზე“.

როცა კანდიდატებს საარჩევნო მიზანი უკვე საჯაროდ გაცხადებული აქვთ, მათი ქმედება რომ წინასაარჩევნო კამპანიად აღიქმება, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძეც საუბრობს.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც თვითონ აცხადებენ, რომ იყენებენ ბიუჯეტით გამოყოფილ თანხას თავის პოპულარიზაციისთვის, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ“, - აცხადებს ჩიხლაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები სამცხე–ჯავახეთში
ერთჯერადი დახმარებები შშმ ვეტერანებს
ვინ არიან „ოცნების“ მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
ადიგენში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძეა
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ