FM97.5 / LIVE

დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება

მთავარიეკონომიკა 30.04.2013
ახალციხეში დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩაზე რამდენიმე ალვის ხეა მოსაჭრელი, რომელიც სახლებსა და ისედაც მწყობრიდან გამოსულ საკანალიზაციო სისტემას აზიანებს.

დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება

აღნიშნულ დასახლებაში ორი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე საკუთარი სახლი დგას. პრობლემის მოგვარებას 50-მდე ოჯახი ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ ალვის ხეებს ტოტები რამდენჯერმე მოტყდა, რომელმაც სათავსოები დაამტვრია, დასახმარებლად კი არავინ მოსულა

- ”შარშან ხეს მოზრდილი ტოტი მოტყდა, სამი სათავსო დაანგრია და საცხოვრებელი კორპუსიც დააზიანა”, - ამბობს დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები რომან გოგოლაური.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები გრიგოლ ფერაძე ამბობს, რომ გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპეციალური ჯგუფი და ამწე მხოლოდ ერთი დღით გამოყო, რომელმაც რამდენიმე ტოტის მოჭრა მოასწრო.

- ”ჩვენ მარტო ამწეს ვითხოვთ, არც ხელსაწყოები გვინდა და არც მუშა ხელი, ბედი ჩვენი, რომ ძლიერი ქარის დროს ხეს ფოთლები არ ჰქონდა, თორემ დავიღუპებოდით”, - ამბობს გრიგოლ ფერაძე.

როგორც დანიელაშვილის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, წელს არავისთვის მიუმართავთ. თუმცა გასულ წელს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს და დახმარებას დაჰპირდნენ.

აღნიშნული პრობლემის შესახებ მოსახლეობამ კითხვა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ბესიკ ბლიაძეს ონლაინ რეჟიმში დაუსვა. ონლაინ კონფერენცია გასულ კვირას ახალციხის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაიმართა. მოსახლეობის შეკითხვა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხოდ დატოვა.

თუმცა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ”სამხრეთის კარიბჭეს” განუმარტეს აღნიშნული პრობლემა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა უნდა მოაგვაროს. შპს ”კეთილმოწყობის” უფროსი ამირან ნოზაძე კი ამბობს, რომ იმისათვის, რომ სამსახურმა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს ”კეთილმოწყობას” განცხადებით უნდა მიმართონ. თუმცა, ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამსახურში მსგავსი განცხადება არ შესულა. სამსახურს კი არც საჭირო ამწეები ჰყავს.

ადგილობრივები ალვის ხეების მოჭრას სასწრაფოდ ითხოვენ. რადგან რომელიმე ხე რომ მოტყდეს საცხოვრებელ კორპუსს დაანგრევს.

სახლებისა და სათავსოების გარდა, ფესვებმა ისედაც მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემაც დააზიანა.

- ”ძველი სანიაღვრე არხია გადაკეთებული საკანალიზაციო არხად, ხის ფესვები შიგნით შედის და გასასვლელს არ აძლევს”, - ამბობს გრიგოლ ფერაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 წელზე მეტია რაც ამ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა არ გაწმენდილა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალში განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი თანხები არ აქვთ და დახმარებისთვის სათაო ოფისს მიმართეს.

- ”მოსახლეობას შევხვდი და დაველაპარაკე, რთული სამუშაოებია ჩასატარებელი და ამ ეტაპზე ფინანსები არ გვაქვს, თუმცა მოსახლეობას აუცილებლად დავეხმარებით”, - ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი.

დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება

[ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს მოჭრიან
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს ჭრიან
დანიელაშვილის ქუჩას ვენეციას ადარებენ
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ოცი წელი წყლის გარეშე
ბესიკ ბლიაძის პასუხები მოსახლეობას
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ