FM97.5 / LIVE
სახლები დაიტბორა. წვიმის წყალმა პირველ სართულამდე შეაღწია. დატბორილია სარდაფებიც. წვიმის შედეგად ოთხივე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა დაზარალდა.">

დანიელაშვილის ქუჩას ვენეციას ადარებენ

მთავარისაზოგადოება 14.06.2013
ძლიერი წვიმის შედეგად დანიელაშვილის ქუჩაზე სახლები დაიტბორა. წვიმის წყალმა პირველ სართულამდე შეაღწია. დატბორილია სარდაფებიც. წვიმის შედეგად ოთხივე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა დაზარალდა.

დანიელაშვილის ქუჩას ვენეციას ადარებენ
„სავსეა სარდაფები, სახლებამდე შემოაღწია. ნახევარი საათით ადრე რომ მოსულიყავით, ისეთი წყალი იყო ეზოში, თავი ვენეციაში გეგონებოდათ“, - ამბობს დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები იგორ ჟაბინი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ზედა ქუჩებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ საკანალიზაციო ჭები თვითნებურად დალუქა, რის გამოც წყალი არსად აღარ გადის და დანიელაშვილის ქუჩაზე ჩამოედინება.

„არც სანიაღვრე არხებია გაკეთებული, ის ჭებიც დალუქეს. მთელი ხუთი ქუჩის წყალი მოდის ჩვენ ქუჩაზე. დაბალი ადგილია და აქ ჩერდება წყალი“, - ამბობს დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები სვეტლანა დუგარიძე.

დანიელაშვილის ქუჩას ვენეციას ადარებენ

გარდა იმისა, რომ დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სანიაღვრე არხების გაკეთებას ითხოვს, მათ უკვე წლებია ეზოში ალვის ხეების მოჭრა სურთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეები უკვე დიდი ხანია დგას და ტოტები სტყდება.

„ჩემი პატარა ჰყავდათ ბავშვებს გარეთ გამოყვანილი და ერთი მეტრით ასცდა, რომ თავში არ დასცემოდა ხის ტოტი. დაბერებული ხეებია. ადრეც ბავშვები თამაშობდნენ, ტოტი მოტყდა და გვერდზე დაეცა“, - ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები ხათუნა ლომსაძე.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წლის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართეს. თუმცა, მაშინ ხეებს მხოლოდ რამდენიმე ტოტი მოაჭრეს. იგივე თხოვნით გამგეობას მოსახლეობამ მას შემდეგაც მიმართა, თუმცა,მათი პრობლემით აღარავინ დაინტერესებულა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს ჭრიან
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს მოჭრიან
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე სახლები დაიტბორა
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება
‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე
‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]