FM97.5 / LIVE

ვინ არის „ნაციონალების“ მერობის კანდიდატი გელა დემეტრაძე

მთავარიპოლიტიკა 15.05.2014
ახალციხის ციხე, ტბა, ბიბლიოთეკა, ხიდი, სასტუმროები და სახურავები; რა ეამაყება „ნაციონალებიდან“ დასახელებულ ახალციხის მერობის კანდიდატს და რატომ დაინტერესდა გამოძიება მისი გამგებლობის პერიოდით.

ვინ არის „ნაციონალების“ მერობის კანდიდატი გელა დემეტრაძე
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალციხის მერობის კანდიდატად გელა დემეტრაძე 3 მაისს წარადგინა.

გელა დემეტრაძე 1972 წლის 14 პარილს ახალციხეში დაიბადა. ვერცხლის მედალზე დაამთავრა ახალციხის პირველი საჯარო სკოლა და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომერციის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ახლობლის რეკომენდაციით, მუშაობა სამცხე-ჯავახეთის საბაჟოს სატვირთო განყოფილების ინსპექტორად დაიწყო. მალე მის რეკომენდატორსა და სამცხე-ჯავახეთის მაშინდელ გუბერნატორს გიგლა ბარამიძეს კონფლიქტი მოუვიდათ და დემეტრაძე სამსახურიდან დაითხოვეს.

1997-98 წლებში მუშაობა კვლავ რეგიონული საბაჟოს ექსპორტ-იმპორტის და საბაჟო მომსახურების ინსპექტორად გააგრძელა, ოღონდ კერძოდ. 1999-2004 წლებში ტელეკომპანია „ლომსიას“ დირექტორის მოადგილე იყო. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საბაჟოს ხელმძღვანელებმა კვლავ დეპარტამენტში, ოღონდ სტატისტიკის განყოფილებაში დააბრუნეს. საგადასახადო სისტემაში, დემეტრაძემ, 2011 წლამდე, სხვადასხვა ხელძღვანელ თანამებობეზე იმუშავა. 2011 წლის 12 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად დაინიშნა.

რა ეამაყება ყოფილ გამგებელს

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დემეტრაძემ გამგეობიდან გუბერნატორის მოადგილედ გადაინაცვლა. აქ მან ერთი წელი დაჰყო. ამბობს, რომ განსაკუთრებით ეამაყება გამგებლობის პერიოდი, 2011-2012 წლები, ამ პერიოდში განხორციელებული პროექტებიდან კი განახლებული ახალციხის ციხე.

„მოკლე პერიოდში უზარმაზარი სამუშაოების შესრულება შევძელით. საათობრივად ვაკონტროლებდით თანხებს“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში მუნიციპალიტეტში 54 მილიონი ლარი დაიხარჯა.

თუმცა, საამაყო ციხე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხილვის თემად იქცა. აღმოჩნდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში ნახევრად დანგრეული შენობები აუქციონზე მილიონებად იყო გაყიდული, შემოსული თანხა კი ციხის განახლებას მოხმარდა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ დანგრეულ შენობებს ბიზნესმენები ზეწოლის გარეშე იყიდდნენ, დემეტრაძე გვპასუხობს: „საერთოდ არ მაინტერესებს საიდან მოიტანეს ის ფული, ან რატომ. ვაცხადებდით აუქციონს, ის ადამიანები იხდიდნენ ფულს, მაშინ კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება მეტი ფული შემოსულიყო“.

მისი განმარტებითვე, იმ პერიოდში აუქციონთან ერთად, ნებაყოფლობითი ტრანსფერებიც ხორციელდებოდა: „მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ეს იყო ნებაყოფლობითი შესაწირი ამ დიდ საქმეში“.

სამხარაულის ექსპერტიზა და 5–ჯერ დაკითხული დემეტრაძე

ახალციხის ციხის საქმე მილიონებად გაყიდული დანგრეული შენობების ამბით არ დასრულებულა. მისი შემდგომი ფუნქციონირებით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა დაინტერესდა. საქმის გამოძიება 2012 წლის დეკემბერში დაიწყო. გელა დემეტრაძის გამგებლობის პერიოდში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე სამხარაულის ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ ბიუჯეტის თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ამ საქმეზე დემეტრაძე მოწმის სახით 5-ჯერ დაიკითხა.

„ამ თემის ერთი ეპიზოდი თავიდანვე აგორებული სკანდალია, რომ გამგეობა კომუნლურ გადასახადებს უხდიდა იმ კერძო ობიექტებს, რომლებიც ციხის ტერიტორიაზე იყო, , - ამბობს დემეტრაძე და ამატებს, რომ სამშენებლო ხარჯებზე არაცერთი კითხვა არ დასმულა, - აქ საუბარია კომუნალურ გადასახადებზე და სხვა თემებზეც, რასაც დღეს ვერ გავახმაურებ“.

ამ დრომდე საქმეში ბრალდებული არ არსებობს. თუმცა, დემეტრაძე ამბობს, რომ თუ გამოძიება მას დაადანაშაულებს, ყველაფერზე ღიად ისაუბრებს.

„აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი. დარწმუნებული ვარ ჩემი და ჩემი თნამშრომლების უდანაშაულობაში. ყველა თეთრზე არსებობს ხელშეკრულება და განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვა. რაც მთავარია, კაციშვილს შეკითხვა არ გასჩენია, რომ ვინმემ ფული მოიპარა და სახლში წაიღო“, - ამბობს დემეტრაძე, თუმცა საქმეზე ძიება სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაფლანგვასთან ერთად მითვისებასაც გულისხმობს.

რა აშენდა მისი გამგებლობის პერიოდში

გელა დემეტრაძის გამგებლობის პერიოდში გაკეთდა ახალციხეში ხელოვნური ტბის კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა, ბაზრისა და ასპინძის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი, სასტუმროები, ბიბლიოთეკა და შეიცვალა 152 შენობის სახურავი.

თუმცა, ახლადაშენებულ ბიბლიოთეკაში ათასობით წიგნი დალპა, ახალი სახურავებიდან ნაწილში, ( თამარაშვილის N7-ში) წყალი ჩავიდა, ნაწილი კი (კოსტავას N184, ასპინძის ქუჩის N28) ქარმა გადახადა. ქალაქში მდებარე ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სასტუმრო „ლომსიამ“ კი იმ მიზეზით, რომ საკმარისი დატვირთვით ვერ მუშაობს, დაკეტვა გადაწყვიტა.

„ჩვენ რომ დავრჩენილიყავით ხელისუფლებაში ეს სასტუმრო კი არ დაიკეტებოდა, ერთი-ორი ახალი სასტუმრო კიდევ აშენდებოდა, საირმისა და გოდერძის უღელტეხილზე გზას გავიყვანდით და ახალციხე ტურისტული ცენტრი გახდებოდა“, - აცხადებს დემეტრაძე.
მაშინდელი ხელისულფება ახალციხეში სტუმრების მოზიდვას კაზინოთიც გეგმავდა. ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში, კოსტავას N18-ში სასტუმროსთან ერთად სამორინეს გაკეთებაც იყო გადაწყვეტილი. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს გეგმაც შეიცვალა. „ოცნებამ“ გაყიდული შენობა უკან დაიბრუნა.

რაც შეეხება, ბიბლიოთეკაში დამპალ 30 ათასზე მეტ წიგნს, დემეტრაძე აცხადებს, რომ მათი უმრავლესობა ჩამოწერილი იყო: „თან, ჩვენ ვერ მოვასწარით საცავის გაკეთება“.

იმ შემთხვევაში, თუ დემეტრაძეს მერად აირჩევენ, იგი ბევრი დაწყებული პროექტის დასრულებას აპირებს: „რა გეგმებიც მქონდა ბუნებრივია ყველაფერს ვერ გავაკეთებ, რადგან ისეთი მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებიდან არ მექნება, ეგ ზღაპარია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთავრობას დასამტკიცებლად შევთავაზო ის პროექტები, რაც ჩემი აზრით ქალაქისთვის მომგებიანი იქნება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს
ცესკო: გიორგი კოპაძე 60.44, გელა დემეტრაძე 31. 03 პროცენტი
გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს
'ნაციონალურმა მოძრაობამ' სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა
გელა დემეტრაძე: ”შავი სამყაროა” ჩართული, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს”
გელა დემეტრაძე: ეს არის მიზანმიმართული აქცია, ხელისუფლების დაგეგმილი და ორგანიზებული