FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.05.2014
ახალციხის მერობის კანდიდატი გელა დემეტრაძე 15 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს სამომავლო გეგმებსა და ქალაქის განვითარების პოტენციალზე ესაუბრა.

გელა დემეტრაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო
ახალციხის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გელა დემეტრაძე, ამომრჩევლებს ახალციხის დემოკრატიული ცენტრის ორგანიზებით შეხვდა.

მერობის კანდიდატი ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა წინასაარჩევნო პროგრამაზე, 2010-2012 წლებში (მისი გამგებლობის პერიოდში) ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველ რიგში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ინვესტორების მოზიდვაზე იზრუნებს: „ძველი გამგეობის შენობაში გვინდა, რომ გავაკეთოთ სასტუმრო და სამორინე. გარდა ამისა, ახალციხის ციხეს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ განვითარდეს ტურიზმი. ამისთვის უნდა განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლითაც დავაინტერესებთ ინვესტორებს“.

გელა დემეტრაძემ 2010-2012 წლებში დაწყებულ და ამ ეტაპზე შეჩერებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება: „საბარგო სადგურზე საკონსერვო ქარხნა, მეორე შახტის ტერიტორაზე მარცვლეულის ტერმინალი და ახალციხის სასაკლაო, რომლის მშენებლობაც დასრულებულია, თუმცა ჯერ არ ფუნქციონირებს, – ის ობიექტებია, რომლის მშენებლობაც შეჩერებულია და გპირდებით, რომ ამ პროექტებს დავასრულებ“.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, რა გეგმები აქვს კანდიდატს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა: გაუმართავი წყალ–საკანალიზაციო სისტემა, ამორტიზებული გზები, დამშრალი ტბა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არადაპტირებული ქალაქი და ა.შ.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ განმარტავენ, რომ ამომრჩევლებს მერობის ყველა კანდიდატს შეახვედრებენ.

გელა დემეტრაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაციონალების' მერობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
ახალციხის მერობის ოთხი კანდიდატიდან 2–მა არჩევანი უკვე დააფიქსირა
ახალციხის მერობის კანდიდატი მუსხის, ურავლისა და ხეოთის ამომრჩეველს შეხვდა [R]
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
ასპინძის მერობის კანდიდატი ჭობარეთის, ძველის, ორგორასა და საყუდაბელის მოსახლეობას შეხვდა [R]
ვინ არის „ნაციონალების“ მერობის კანდიდატი გელა დემეტრაძე
'რაზეც გესაუბრებით, მეზობლებს გადაეცით და არჩევანი ისე გააკეთონ' – მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს