FM97.5 / LIVE

რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 04.06.2014
„ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად მართავენ. მოსახლეობას საარჩევნო პროგრამებს აცნობენ და მათ პრობლემებს ისმენენ.

რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში
დიმიტრი ყიფიანი – "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი ბორჯომში

„ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დიმიტრი ყიფიანი მოსახლეობას ტაძრისში, დვირში, საკირეში, წაღვერსა და ყვიბისში უკვე შეხვდა.

„დარჩენილი გვაქვს ბაკურიანი, ციხისჯვარი, ტაბაწყური, ბალანთა, მოლითი და ასევე, ყვიბისის თემში შემავალი სოფლები“, - ამბობს იგი.

ყიფიანის თქმით, მისი საარჩევნო პროგრამის ძირითადი აქცენტი ბორჯომისთვის კურორტის სტატუსის დაბრუნებაა: „ამიტომ უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, საბოლოოდ მოგვარდეს წყლის პრობლემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს სკვერებს“.

ყიფიანი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესაძლოა არა ერთი სამსახური გააუქმოს, მათი ნაწილი კი პირიქით, გააფართოვოს: „ჩვენი მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა იქნება“.

ყიფიანს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოთხი კონკურენტი ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ თავად არცერთი მათგანი კონკურენტად არ მიაჩნია: „დიდი ალბათობით გავიმარჯვებ. ამის თქმის საფუძველს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩატარებული წინასწარი გამოკითხვებიც მაძლევს“.

გამარჯვებაში დარწმუნებულია ასპინძაში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ლევან ცაბაძეც. ისევე როგორც ყიფიანი, ისიც აცხადებს,რომ ასპინძაში კონკურენტი არ ჰყავს.

„კარდაკარ დავდივარ და ყველა ოჯახს ვხვდები. უკვე ვიყავი თოკში, ვარგავში, ორგორაში, სახუდაბელსა და ხერთვისში. 15 ივნისამდე ყველა სოფელს შემოვივლი“, - აცხადებს ცაბაძე.

მისი თქმით, ასპინძაში ყველა შეჩერებული პროექტი დასრულდება, ყველა სოფლამდე მივა გზა, ასევე ყველა სოფელს ექნება გაზი და სარწყავი სისტემა: „ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა. ამიტომ ვეცდებით ამ დარგის განვითარებას და ამავე მიმართულებით ასპინძაში ქარხნების აშენებას“.

რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში
ლევან ცაბაძე – „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ასპინძაში

ადიგენის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატის ზაქარია ენდელაძის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტისთვის შემოსავლების გაზრდაა.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის შიდა შემოსავლები 355 000 ლარია. რა უნდა გააკეთო ამ თანხით იმ რაიონში, რომლის ტერიტორიაც 800 კვ. კილომეტრია და რომელშიც 22 000 ადამიანი ცხოვრობს“, - ამბობს ენდელაძე და ამატებს, რომ ეცდება ადიგენის მუნიციპალიტეტში რაიმე საწარმო ააშენოს.

მისივე თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ბევრი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია და ამიტომ ფიქრობს, რომ მათი გვერდში დგომით ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს.

ენდელაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი უკვე შემოიარა, თუმცა ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს ჯერ კიდევ აგრძელებს.

„ადიგენში სამი გამგებლობის კანდიდატია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ, რადგან ვფიქრობ, რომ უკონკურენტო ვარ“, - აცხადებს ენდელაძე.

რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში
ზაქარია ენდელაძე – „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ადიგენში

(R)

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ლიდერობს
ბორჯომში "ქართული ოცნების' გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანია
ადიგენში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძეა
N39-ე ასპინძის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის  გამგებლობის კანდიდატი ლიდერობს
„ოცნების“ გამგებლობის კანდიდატებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
ვინ იქნებიან „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატები რეგიონში
ადიგენში „ოცნების“ თავმჯდომარედ ზაქარია ენდელაძე აირჩიეს