FM97.5 / LIVE

ერთჯერადი დახმარებები შშმ ვეტერანებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამცხე -ჯავახეთში მცხოვრებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებმა, ერთჯერადი ფულადი დახმარებები მიიღეს. რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში ჯამში 13.250 ლარი გასცეს.

ერთჯერადი დახმარებები შშმ ვეტერანებს
ახალციხის მერია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 პირს, ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობის თანხას ჩაურიცხავს.

ასევე 200 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება გადეცემა 3 შშმ ვეტერანს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან.

ასპინძის თვითმმართველობისგან, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ 9 შშმ პირს 250 ლარი, ხოლო დაღუპულთა 8 ოჯახს 200-200 ლარი გადაეცემა.

ბორჯომის გამგეობამ შშმ ვეტერანებისათვის 4.400 ათასი ლარი გამოყო. სამშობლოს ტერიტოიული მთლიანობისათვის მებრძოლ 44 ბენეფიციარს 100 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება დაერიცხება.

რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, გამგეობისაგან 32–მა ვეტერანმა 100 ლარის ოდენობის ფულადი თანხა მიიღო.

„ჩვენ შშმ ვეტერანები არ გვყვავს, ამიტომ, გადავწყვიტეთ, თანხა მიგვეცა მათთვის, ვინც ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა“, -ამბობს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სამსონ ფნჯოიანი.

დამოუკიდებლობის დღესთან კავშირში ერთჯერადი დახმარება არ გაუცია ადიგენის გამგეობას.

„ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტრანი საერთოდ არ გვყვავს, ამიტომ ფულადი თანხა არავისთვის მიგვიცია“, - განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ.

რაც შეეხება ახალქალაქს, გასცა თუ არა ვეტერანებისათვის ერთჯერადი დახმარება მუნიციპალიტეტმა, გამგებელმა ედვარდ აღასარიანმა კითხვაზე „სამხრეთის კარიბჭეს“ არ უპასუხა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირებმა ერთჯერადი ფულადი დახმარებები მიიღეს
მერიის ერთჯერადი საჩუქარი შშმ პირებს
ახალციხის გამგეობამ 15 შშმ პირს ტკბილეული გადასცა
ახალციხის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისთვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა ®
ახალციხის მერიამ ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის ფულადი დახმარება გასცა
ახალციხის მერია სოციალური პროგრამების ფარგლებში 19 000-მდე მოქალაქეს დაეხმარა ®
ახალციხის თემმა ერთჯერადი სოციალური დახმარებები მრავალჯერადი გახადა