FM97.5 / LIVE

ადიგენში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძეა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 06.05.2014
დღეს, 6 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მუნიციპალიტეტის გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ადიგენში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძეა
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ზაქარია ენდელაძე დაასახელა. ენდელაძე ადიგენში გამგებლის მოვალეობას მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან ასრულებს.

ამომრჩევლებს ენდელაძე გამგებლობის კანდიდატად პარლამენტის წევრებმა: გიორგი ვოლსკიმ და თემურ ხუბულურმა წარუდგინეს. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძეც ესწრებოდნენ.

ვიდრე სიტყვას გამგებლობის კანდიდატს გადასცემდნენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ჯერ ხუბულურმა მიმართა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხალხის დიქტატურისგან გათავისუფლებაზე ესაუბრა. შემდეგ კი, გიორგი ვოლსკიმ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამომრჩევლებს შეუძლიათ საკადრო ცვლილებებისკენ მოუწოდონ საკრებულოს. არა ერთი ადამიანის, არამედ ხალხის ხელში იქნება ძალაუფლება“, - აცხადებს ვოლსკი.

მის შემდეგ, ტრიბუნა ზაქარია ენდელაძემ დაიკავა. გამგებლობის კანდიდატმა საუბარი „ოცნების“ გაკეთებული საქმეებით დაიწყო: „სოფლად აღარ არსებობს მიწის დამუშავებისა და მოსავლის აღების, ასევე დაბინავების შიში. „ოცნებამ“ გაათავისუფლა სასამართლო წნეხისგან. პოლიცია ჩადგა ხალხის სამსახურში. ადამინები ღიად და უშიშრად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს, არავინ ატერორებს ბიზნესს, შეწყდა არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა ციხეებში“.

ენდელაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებაც ისაუბრა და მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგავარებას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად დაპირდა.

მან დაბა ადიგენში მაჟირიტარ დეპუტატად ნუგზარ ხაშიბაძე წარადგინა, დანარჩენი 14 მაჟორიტარის სია კი ასეთია: დაბა აბასთუმანი - ნანა ბარბლიშვილი, არალი - თამაზ აკოფაშვილი, უდე - ვაჟა ობოლაშვილი, ვარხანი - გიორგი მინაძე, ბოლაჯური - კობა ჩხიტუნიძე, ბენარა- ალექსანდრე ენდელაძე, ლელოვანი - ნუკრი ხვედელიძე, გორგული - ნინა სტეფანოვა, ჩორჩანი - მუხრან ხარშილაძე, ზანავი - ბაგრატ ხოზრევანძე, მოხე - ავთანდილ გობაძე, ჭეჭლა -ასლან ქედელიძე, ფხერო - ნოდარ გაგნიძე, მლაშე - შალვა გავაშელი.

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში უდეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია, სოფელში სიტუაცია შეცვლილია და იმიტომ.

გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება არც არლის მაჟორიტარობის კანდიდატს. ორივეს ერთად კი რიგით პირველ პრობლემად სოფლებში გაზიფიცირება, უმუშევრობა და სარწყავი სისტემის მოწესრიგება მიაჩნიათ. ამ ყველაფერთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველ პრიორიტეტად ადიგენის გამგებლობის კანდიდატი საწარმოს ფუნქციონირებასაც ასახელებს.

ამავე თემაზე იხილეთ ვიდეომასალა.
[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ბორჯომში "ქართული ოცნების' გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანია
ვინ მოიგო არჩევნები იმ სოფელში, სადაც მუსლიმებს ყოფილი მეჩეთის გადაცემას დაჰპირდნენ
რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში
ზაქარია ენდელაძე: მჯერა, რომ სწორად გაკეთებული არჩევანით შევძლებთ, აღმშენებლობის პროცესი გავაგრძელოთ [R]
ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან
ზაქარია ენდელაძე წრეს, დიდი ზანავის, პატარა ზანავისა და გომაროს ამომრჩეველს შეხვდა [R]