FM97.5 / LIVE

დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 14.07.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში კოალიცია ”ქართული ოცნების” ”კარდაკარის” წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების ფაქტები გახშირდა.

დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის

კოალიციის აქტივისტები ამბობენ, რომ საქმიანობაში სპეციალურად შექმნილი ჯგუფები უშლიან ხელს. ისინი უკან დაყვებიან და ცდილობენ მოსახლეობა მათ წინააღმდეგ აამხედრონ.

- ”იკრიბებიან ჯგუფები და უკან დაგვყვებიან. შეურაცხყოფას გვაყენებენ. გვეუბნებიან, აქ უკვე ჩაატარეს გამოკითხვა, მეტი საჭირო აღარ არისო”, - ამბობს ”კარდაკარის” ერთ-ერთი მონაწილე ზაზა კახაძე.

”ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი ამ ფაქტს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს უკავშირებს. მისი მტკიცებით, ბესო ბექაური, რომელიც წარმოშობით სოფელ რუსთავიდანაა, ადგილობრივებს აფრთხილებს ”ქართული ოცნების” აქტივისტები სოფელში არ შეუშვან.

ასპინძის მუნიციპაიტეტის გამგებელი ბესო ბექაური ტარიელ ივანიშვილის ბრალდებას კატეგრიულად უარყოფს.

- ”ჩვენ არავის არაფერში არ ვუშლით ხელს. მსგავსი არაფერი მომხდარა”, - განაცხადა ბექაურმა სატელეფონო საუბარში.

”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სოფელ რუსთავში 50 ოჯახი გადაამოწმეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ კოალიციის აქტივისტებისთვის მუშაობაში ხელი არ შეუშლიათ.

- ”ჩემს ოჯახში ჩვეულებრივად მივიღე. ჩაატარეს გამოკითხვა და წავიდნენ. ასე მოიქცნენ ჩემი მეზობლებიც”, - ამბობს სოფელ რუსთავის მკვიდრი მარინა შავაძე.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ვინაობის გამხელისგან ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო თავს იკავებს, ამბობს, რომ ”ქართული ოცნების” აქტივისტები ადგილობრივებს აიძულებენ პოლიტიკური განწყობა დააფიქსირონ.

- ”ხალხს აძალებენ, თქვით, ვის უნდა მისცეთ ხმაო. მაინტერესებს, როდესაც გადამოწმება ხდება, ასეთი დაჟინება შეიძლება თუ არა”, - ამბობს იგი.

კოალიციის აქტივისტებს მუშაობაში ხელს რომ არავინ უშლის, ამის შესახებ რუსთავში მცხოვები ვაჟა ძირკვაძეც საუბრობს.

- ”ყველას წინასწარ დავურეკე, რომ მოსულიყვნენ და მოსახლეობას გასაუბრებოდნენ, გამარჯვების შემთხვევაში სოფლისთვის რას გააკეთებდნენ. მაგრამ არ მოვიდნენ. არ უნდათ ხალხთან ურთიერთობა და ჩვენ რა შუაში ვართ”, -ამბობს იგი.

”ქართული ოცნების” აქტივისტები ადგილობრივების მტკიცებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ხელი ნამდვილად ეშლებათ.

ადგილობრივებსა და ”კარდაკარის” წევრებს შორის სიტუაცია მაშინაც დაიძაბა, როცა ვითარების გასარკვევად სოფელ რუსთავს ”სამხრეთის კარიბჭე” ესტუმრა. ჩვენი სტუმრობის შემდეგ თითქმის მთელი სოფელი შეიკრიბა და საუბარი აქტივისტებსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოულოდნელად ჟურნალისტების ჯგუფი გამოჩნდა. მათ ადგილობრივებს ”რეალ-ტვ”-ის კორესპონდენტებად წარუდგინეს თავი და ცდილობდნენ გაერკვიათ რას უხდიან მოვალეობის შესრულებაში ”ქართული ოცნების” აქტივისტებს.

ამ ეტაპზე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ”კარდაკარს” ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში ატარებენ. უახლოეს დღეებში კი ისინი სოფლებს: თოკსა და ვარგავს ესტუმრებიან.

ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი ამბობს, რომ სოფელ რუსთავში სიებს ის თავად გადაამოწმებს.

- ”ვაპირებ პირადად ჩავიდე ამ სოფელში, გავესაუბრო ხალხს და ჩავატარო კარდაკარი”, - აცხადებს იგი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის სოფლებში დაშინებაზე საუბრობენ
ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში
”ქართული ოცნების” აქტივისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან
შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრის ცემაში ბრალდებული დააკავა
”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
”ქართულმა ოცნებამ” “კარდაკარი” მესხეთშიც დაიწყო